ბენსონ ბუნმა ახალი სინგლი Mystical Magical გამოუშვა

არტისტმა სიმღერა პირველად Coachella-ს ფესტივალზე შეასრულა, ახლა კი ოფიციალურად გამოუშვა სინგლი, რომელიც მის ახალ ალბომში, American Heart-ში შევა.
Benson Boone David Roemer
Benson Boone
David Roemer

ხუთშაბათს, 24 აპრილს ბენსონ ბუნმა ახალი სიმღერა Mystical Magical გამოუშვა, რომელიც პირველად ცოცხლად Coachella-ს  ფესტივალზე შეასრულა. ეს რიგით მეორე სინგლია ბენსონ ბუნის მომავალი ალბომიდან American Heart, რომელიც Night Street Records/Warner Records-ის ლეიბლით 20 ივნისს გამოვა.

ბენსონ ბუნის დებიუტი Coachella-ზე 11 აპრილს შედგა, სადაც მან დაუვიწყარი შოუ მოაწყო, – ბენსომა სცენაზე Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი მიიწვია და მათ 1975 წლის ლეგენდარული ჰიტი Bohemian Rhapsody შეასრულეს.

გარდა ამისა, არტისტმა ფესტივალზე პირველად შეასრულა ახალი სინგლი Mystical Magical. 

ბენსონ ბუნმა სიმღერის ოფიციალური ვიდეოკლიპიც გამოაქვეყნა, რომლის რეჟისორიც მეთ ისტინია. მუსიკალურ ვიდეოში ბენსონი ფერადი ვიზუალური დეკორაციების ფონზე ცეკვავს.

ბენსონ ბუნის პირველი სინგლი ალბომიდან American Heart  უკვე მოხვდა Billboard Hot 100-ის ტოპ 40-ში, სიმღერამ Pop Airplay ჩარტში მე-13 ადგილი დაიკავა. 

არტისტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით 3 მაისს წარდგება. მომღერალს ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე ფესტივალში მონაწილეობა, მათ შორის: Napa, BottleRock, Milwaukee, Summerfest და New York-ის Governors Ball.

მოისმინეთ ბენსონ ბუნის ახალი სინგლი Mystical Magical:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Megan Thee Stallion - 2025 წლის Coachella-ს მთავარ სცენაზე, 13 აპრილი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images

ამერიკელმა რეპერმა Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლი Whenever გამოუშვა

შემდეგი სტატია

კანიე უესტი კენდრიკ ლამარს და Tyler, the Creator-ს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი