კანიე უესტი კენდრიკ ლამარს და Tyler, the Creator-ს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

უესტმა არტისტებს „ზედმეტად დაფასებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეპის წერითა და შესრულებით ისინი ერთ დონეზე დგანან.
კანიე უესტი
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი, რომელიც ასევე ცნობილია სახელით – Ye, ამჟამად ესპანეთში იმყოფება. დასვენების პარალელურად, არტისტი სოციალურ ქსელ X-ზე აქტიურობისთვისაც იცლის. რეპერმა ამჯერადაც უარყოფითად მოიხსენია კენდრიკ ლამარი და Tyler, the Creator. უესტმა მათ „ზედმეტად დაფასებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეპის წერითა და შესრულებით ერთ დონეზე დგანან.

„დამისახელეთ კარგი ფრაზა Tyler The Creator-ისგან. ერთი ნამდვილად კარგი ციტატა კენდრიკისგან. ისეთი, რომ მოგინდეს, შენი ნათქვამი ყოფილიყო,” – დაწერა უესტმა X-ზე.

Ye თავის პოსტებში ლილ უეინსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას „ძალიან ბევრი“ კარგი სტრიქონი აქვს კენდრიკთან შედარებით. უესტმა აღნიშნა, რომ ლამარს თავის ტრეკში ისეთი რითმა არ აქვს, რომლის თქმასაც თვითონ ისურვებდა.

„კენდრიკ ლამარს გარეპვა არ შეუძლია. ლილ უეინს ბევრად უფრო ცოცხალი ფრაზები აქვს,” – წერს კანიე უესტი. „კენდრიკს არცერთი ფრაზა არ აქვს, რომელზეც ვიტყოდი – ნეტავ მე მეთქვა. კენდრიკი და ტაილერი ზედმეტად დაფასებული ე.წ. არტისტები არიან.”

უესტმა ლამარის წინააღმდეგ უარყოფითი პოსტების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც Playboi Carti-მ კენდრიკთან ახალი ალბომის,  Music-ის ფარგლებში ითანამშრომლა და Ye პროექტიდან საერთოდ გამოტოვა. რაც შეეხება Tyler, the Creator-ს, ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია უესტის მასთან დაპირისპირება. ჯერ კიდევ მარტში Ye სოციალურ ქსელ X-ზე წერდა, რომ ტაილერს „დასამახსოვრებელი სიმღერა არასდროს შეუქმნია“.

Ye-ს დამოკიდებულება ტაილერის მიმართ წარსულში სრულიად სხვაგვარი იყო. 2015 წელს, მათი ერთობლივი ტრეკის, Smuckers-ის გამოშვების შემდეგ უესტმა მას მადლობაც გადაუხადა. 

იხილეთ Ye-ს პოსტები: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Benson Boone David Roemer

ბენსონ ბუნმა ახალი სინგლი Mystical Magical გამოუშვა

შემდეგი სტატია

აია ნაკამურა: საფრანგეთის #1 პოპვარსკვლავის სამყარო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი