P Diddy: The Rise and Fall – BBC შონ კომბსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს აანონსებს

ფილმი Diddy-ს წარმატებისა და დაცემის ქრონიკას იკვლევს.
Diddy
Paras Griffin/Getty Images

ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის, შონ კომბსის, იგივე Diddy-ს ირგვლივ განვითარებული სკანდალი BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში  იქნება ასახული. P Diddy: The Rise and Fall („P Diddy: აღზევება და დაცემა”) – ასე ჰქვია ფილმს და ის კომბსის წარმატებისა და დაცემის ქრონიკას იკვლევს. როგორც ფილმის შემქმნელები აღნიშნავენ, „მისი გავლენა ცალსახაა, თუმცა შესაძლოა, მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ შეილახოს.”

დოკუმენტური ფილმი ერთ-ერთია კომბსის შესახებ მომზადებული შოკისმომგვრელი და გახმაურებული მასალებიდან. ფილმი 28 აპრილს BBC Three-სა და iPlayer-ზე გავა და მას არაერთი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი ჟურნალისტი, ინკა ბოკინი გაუძღვება. 

კომბსი თითქმის რვა თვეა, რაც დაკავებულია და ფედერალურ სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 5 მაისს დაიწყება. მას წაყენებული აქვს მძიმე ბრალდებები ორგანიზებულ დანაშაულში, სექსუალურ ექსპლუატაციაში, ტრეფიკინგის ქსელის მართვასა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში. პროკურატურის თქმით, კომბსი ქალებს აშინებდა, ავიწროებდა და აიძულებდა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას, რაც, სავარაუდოდ, მოიცავდა ადამიანების გატაცებას, ქრთამს და იძულებით შრომას. კომბსი ბრალდებებს უარყოფს. მან სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ეს მოთხოვნა  არ დაკმაყოფილდა. 

ამჟამად Diddy-ს წინააღმდეგ ათეულობით სარჩელია შეტანილი გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. BBC-ის განცხადებით, ფილმი შეისწავლის, როგორ იქცა კომბსი „მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ჰიპ-ჰოპ ანტრეპრენერიდან ადამიანად, რომელმაც ძალიან მოკლე დროში დაკარგა მეგობრებისა და თაყვანისმცემლების მხარდაჭერა.” დოკუმენტური ნამუშევარი აღწერს კომბსის გავლენას მოდის, მუსიკისა და კულტურის სამყაროში. ფილმის ნარატორი და წამყვანი ჟურნალისტი ინკა ბოკინი რეპერთან დაახლოებულ პირებს გაესაუბრება, რათა გაიგოს ისტორიის ქრონოლოგია,  მიზეზები და კავშირები მოვლენებს შორის.  

„ჩემი საქმე ისტორიების მოყოლაა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ამბავს მოვყვებოდი. Diddy-ს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამოძიებამ ნათელი მოჰფინა იმ ბნელ მხარეს, რომელსაც ინდუსტრია მალავს – ინდუსტრია, რომელზეც ბევრ ჩვენგანს უოცნებია. ვმღეროდით მის სიმღერებს, ვუყურებდით შოუებს. მოახლოებული სასამართლო პროცესის ფონზე, ცხადია, ვფიქრობთ, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდება,” – აღნიშნა ინკა ბოკინმა. 

BBC-ის დოკუმენტური ფილმი ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელიც კომბსის დაცემას ეძღვნება. მაყურებელმა უკვე იხილა  Max-ის The Fall of Diddy, TMZ-ის The Downfall of Diddy, ასევე Prime Video-ს დოკუმენტური ნამუშევრები –  Diddy: Monster’s Fall და Diddy: Summit to Plummet. Diddy-ს შესახებ დოკუმენტური ფილმი დააანონსა Netflix-მაც, რომელიც 50 Cent-ის საპროდუქციო კომპანიის – G-Unit Films-ის წარმოებულია და რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰოლივუდის დიდების ხეივანში Green Day-ს ვარსკვლავი გაიხსნება

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion - 2025 წლის Coachella-ს მთავარ სცენაზე, 13 აპრილი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images

ამერიკელმა რეპერმა Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლი Whenever გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი