კულტურის სამინისტროსთან მუსიკოსების საპროტესტო აქცია გაიმართება

1 მაისს, 17:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან მუსიკოსები სიმბოლურად შეიკრიბებიან, რათა საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ  საქართველოში მუსიკოსთა უფლებები ირღვევა. განცხადების თანახმად, მუსიკალურ სკოლებში მასწავლებლების ანაზღაურება უკიდურესად დაბალია, ხოლო მათი შრომითი უფლებები – უგულებელყოფილი.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია რეალური ზრუნვა მუსიკის განვითარებაზე. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მუსიკოსთა კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. მუსიკოსებსა და ანსამბლებს არც რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ, რის გამოც ბევრს უწევს ხელფასის ხელზე, არალეგალურად აღება”, — აღნიშნულია განცხადებაში.

პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ამ მძიმე მდგომარეობის ფონზე, აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა მუსიკოსთა შრომითი უფლებების დასაცავად.

1 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეები  ორბელიანის მოედანზე “ერთობის მარშს” შეუერთდებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი: ფოტო: კავოკ ჯანსეზიანი

ჯასტინ ბიბერი ბაბუას  ემოციური პოსტით ემშვიდობება

შემდეგი სტატია

ნახეთ იმ შემსრულებელთა სია, ვინც 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევლენ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი