მაიკ ვანი Billboard-ის ისტორიაში პირველ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აღმასრულებელი დირექტორის ამპლუაში ვანი Billboard-ის გლობალურ ბრენდს 15 ქვეყანაში უხელმძღვანელებს.
მაიკ ვანი
Maseo Refeurzo

გლობალურმა მუსიკალურმა ავტორიტეტმა Billboard-მა განაცხადა, რომ მაიკ ვანი კომპანიის პირველი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე დაინიშნა. ამ ამპლუაში ვანი Billboard-ის გლობალურ ბრენდს 15 ქვეყანაში უხელმძღვანელებს და პასუხისმგებელი იქნება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სტრატეგია, შემოსავლები, ბიზნეს ოპერაციები, ფიზიკური ღონისძიებები, საერთაშორისო ლიცენზირება და ბრენდ პარტნიორობები. ის ასევე უხელმძღვანელებს როგორც ბიზნეს, ისე სარედაქციო გუნდებს – Billboard-ის მთავარი რედაქტორი ჰანა კარპი ამიერიდან პირდაპირ ვანთან იქნება ანგარიშვალდებული. მისი დაწინაურება იმ მნიშვნელოვანი წვლილის შედეგია, რაც ვანს Billboard-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლიდან მიუძღვის. მათ შორის არის პლატფორმის ორნიშნა პროცენტული ზრდა, მოგების მკვეთრი გაუმჯობესება, Billboard-ის გლობალური გაფართოება და გაძლიერება. ვანის საქმიანობას უკავშირდება Billboard-ის ციფრული ტრანსფორმაცია და ისეთი ინოვაციური ღონისძიებების განვითარება, როგორებიცაა: Latin Music Week, Billboard Latin Music Awards, THE STAGE SXSW-ზე, Billboard Music Awards და Billboard Women in Music.

ვანის უშუალო მმართველი Penske Media Corporation-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჯეი პენსკი იქნება.

„მაიკი უნიკალური ლიდერია – ძლიერი პარტნიორი თავისი ხედვით,”– განაცხადა პენსკიმ. „Billboard-ის მიმართ მისი თავდადება და ბრენდის მომავლის მკაფიო ხედვა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვებისგან. მაიკმა შექმნა ურთიერთთანამშრომლობის ისეთი გარემო, რომელიც ემსახურება ძლიერი გლობალური ბიზნესის აშენებას. შთამბეჭდავი იყო Billboard-ის მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველოდები, ვიხილო, როგორ განაგრძობს ბრენდი განვითარებას მაიკის ხელმძღვანელობით.”

„ჩემთვის უდიდესი პატივია Billboard-ის და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობა,” – აღნიშნა ვანმა. “ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ სრულყოფილებისაკენ სწრაფვის კულტურა. ის, რაც ბოლო წლებში შევქმენით, მართლაც გამორჩეულია – განსაკუთრებით ისეთ მედია გარემოში, სადაც ხშირია კონსოლიდაცია. მე განსაკუთრებით ვამაყობ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავაგრძელო [Billboard-ის] მემკვიდრეობა და განვსაზღვრო შემდეგი 125 წლის ფორმირება – არტისტებისა და მენეჯერების მიღწევების გამოკვეთით ჩვენი ჩარტების, კონტენტის, გლობალური IP გაფართოების და ცოცხალი ღონისძიებების განვითარების კვალდაკვალ. ეს არის ის, რითაც ვამყარებთ Billboard-ის, როგორც მუსიკალური ბიზნესისა და კულტურის უპირობო ავტორიტეტის პოზიციებს.”

მაიკ ვანი მსოფლიო დონის მენეჯერია, რომელსაც აქვს მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და ბიზნეს ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო 7 წლის განმავლობაში ის Billboard-ში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა. ცნობილია თავისი პროგრესული ხედვითა და დიდი ინტერესით კულტურისა და კომერციის გადაკვეთასთან მიმართებაში. ეს უნიკალურ პოზიციაში აყენებს მას, რომ უხელმძღვანელოს Billboard-ის გაფართოების შემდეგ ეტაპს. Billboard-ში საქმიანობის გარდა, ვანს 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და მონეტიზაციის სფეროში, მათ შორის Pandora-ს, Electronic Arts-ის და Complex-ის წამყვან პოზიციებზე.

Billboard-ის შესახებ:

Billboard მუსიკალურ სამყაროში წარმატების ყველაზე მაღალ საზომად მიიჩნევა. თავისი საკულტო ჩარტებით, უახლესი ამბებით, ინდუსტრიული ლიდერის სტატუსით, მრავალი პლატფორმის საშუალებით ამბის თხრობითა და მსოფლიო დონის ღონისძიებებით. 1894 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუსიკის ლიდერები და გულშემატკივრები Billboard-ს აღიქვამენ, როგორც ყველაზე სანდო წყაროს. ბრენდის პრესტიჟული ღონისძიება – Billboard Music Awards – ერთადერთი პრემიაა, რომელიც მუსიკოსების წარმატებებს სწორედ Billboard-ის ჩარტებზე დაფუძნებული უშუალო მონაცემების მიხედვით აფასებს და არა გაუმჭვირვალე კომიტეტების ან უცნობი ამომრჩევლების გადაწყვეტილებებით. ეს სქემა მაქსიმალურად განსაზღვრავს გულშემატკივრების ჩართულობას დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე. Billboard-ის სხვა პრემიუმ პროექტები მოიცავს Power 100-ს, Women in Music-ს, Latin Music Week-ს და Billboard Live-ს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავლენიან არტისტებსა და ინდუსტრიის ლიდერებს გულშემატკივრებთან აკავშირებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადამ ლევინი და LISA / NBC via Getty Images; Cindy Ord/VF25/Getty Images, Vanity Fair-ისთვის

Maroon 5-მა და LISA-მ ახალი სიმღერის, Priceless-ის გამოსვლა დააანონსეს

შემდეგი სტატია

VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი

VAQO-ს ახალი სიმღერა Shen Shen Shen (Khelisuflebas Gharibi schirdebi)

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი