Maroon 5-მა და LISA-მ ახალი სიმღერის, Priceless-ის გამოსვლა დააანონსეს

Maroon 5-ის ფრონტმენმა ადამ ლევინმა მუსიკალური ვიდეოდან ფოტოები და აუდიო თიზერი გაავრცელა.
ადამ ლევინი და LISA / NBC via Getty Images; Cindy Ord/VF25/Getty Images, Vanity Fair-ისთვის
ადამ ლევინი და LISA / NBC via Getty Images; Cindy Ord/VF25/Getty Images, Vanity Fair-ისთვის

Maroon 5-ის და BLACKPINK-ის წევრის,  LISA-ს  ახალი კოლაბორაცია ოფიციალურად დაანონსდა.

25 აპრილს Maroon 5-მა სოციალურ მედიაში დაადასტურა, რომ ისინი LISA-სთან ერთად ახალ სიმღერაზე, Priceless-ზე მუშაობენ.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, გულშემატკივრებს მისი წინასწარ შენახვა  Spotify-სა და Apple Music-ზე შეუძლიათ.

Maroon 5-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ადამ ლევინი და   LISA ფოტოსესიის დროს პოზირებენ, პოსტის აღწერაში კი წერია:  “PRICELESS FT. LISA @lalalalisa_m PRE-SAVE NOW.”

პირად ინსტაგრამზე ადამ ლევინმაც გამოაქვეყნა შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ, Priceless-ის მუსიკალურ ვიდეოკლიპზე მუშაობის დროს გადაიღეს.

Priceless-ის ოფიციალურად დაანონსებამდე Maroon 5-მა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ადამ ლევინი და უცნობი ქალი გვერდიგვერდ დგანან, მოგვიანებით კი გაირკვა რომ ეს ქალი LISA გახლდათ. პარალელურად  BLACKPINK-ის წევრმაც გააზიარა ინსტაგრამ სთორი, სადაც ჩანდა, რომ მუსიკალური კლიპის გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. ამ პოსტებმა კი გულშემატკივრების ვარაუდი მათ კოლაბორაციაზე კიდევ უფრო გაამყარა.  

Priceless-ის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც რამდენიმე კვირის წინ, შაბათის ღამის შოუში ადამ ლევინმა ამ ზაფხულს Maroon 5-ის ალბომის გამოსვლა დააანონსა. მაშინ დეტალები არ გამჟღავნებულა, თუმცა ბენდის ფრონტმენმა თვის ბოლოს ახალი სინგლის გამოსვლაზეც მიანიშნა. 

ამავდროულად, LISA  სადებიუტო სოლო ალბომის Alter Ego-ს წარმატების ზენიტშია, სადაც იგი Rosalía-სთან, Megan Thee Stallion-თან, Doja Cat-თან, RAYE-სთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად თანამშრომლობს. ალბომმა  Coachella-ზე არტისტის წარმატებულ გამოსვლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, Billboard 200-ის ტოპ ათეულში კი მე-7 ადგილზე მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ იმ შემსრულებელთა სია, ვინც 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევლენ 

შემდეგი სტატია

მაიკ ვანი Billboard-ის ისტორიაში პირველ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი