რიანამ ინსტაგრამზე ბანანის ფილტრით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რათა შვილების ყურადღება მიიპყროს

„რადგან ჩემს შვილებს ასე უყვართ ბანანები, მაგრამ ჩემს დაიგნორებას ცდილობენ,” – დაწერა რიანამ Story-ზე.
რიანა FENTY x PUMA-ს წვეულებაზე. 2023 წლის 18 დეკემბერი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
Frazer Harrison/Getty Images

27 აპრილს  რიანამ ინსტაგრამის ე.წ. Story-ზე გააზიარა ვიდეო, რომელიც ბანანის ფილტრითაა გადაღებული. რიანასთვის ეს ერთგვარი ხრიკია, რომლითაც თავისი ორი ვაჟის, ორი წლის RZA-ს და ოცი თვის Riot Rose-ის ყურადღებას იპყრობს. „რადგან ჩემს შვილებს ასე უყვართ ბანანები, მაგრამ ჩემს დაიგნორებას ცდილობენ,” – დაწერა რიანამ Story-ზე. უფრო მეტი აქცენტისთვის მომღერალმა ვიდეოს ფონად 2016 წლის სიმღერა Focus  დაურთო.

რიანას შვილები თავისი პარტნიორისგან, A$AP Rocky-სგან ჰყავს. ახლახან Vogue-მა რეპერის  ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც როკიმ რიანასთან და შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. რეპერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ბებია, კეტია ყოველთვის გრძნობდა, რომ ის დიდ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ განსაკუთრებულად ამაყობს თავისი შვილიშვილის რიანასთან ურთიერთობით. „რიანა ძალიან უყვარს“, – თქვა როკიმ ბებიაზე. 

Vogue-ს თავად A$AP Rocky-ს ბებიაც ესაუბრა. „მიხარია, რომ დასტაბილურდა და ბედნიერი, ვარ რომ ეს რიანასთან ერთად შეძლო,“ – აღნიშნა კეტიამ ინტერვიუში. მისივე თქმით, რიანა რაციონალური და გონიერი ადამიანია. 

Vogue-თან ინტერვიუში  A$AP Rocky შვილების თემასაც შეეხო: „უფროსს საკუთარ თავთან ყოფნა და წიგნების კითხვა მოსწონს. უმცროსს კი ძალიან უყვარს ყურადღება,“ – თქვა რეპერმა. 

რაც შეეხება Met Gala-ს, ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს მოდის სამყაროს ცნობილი კოსტიუმირებული მიღება Met Gala იმართება. წელს ღონისძიების მოწვეულ თანაორგანიზატორად მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტმა A$AP Rocky შეარჩია. Met Gala 5 მაისს გაიმართება. A$AP Rocky ღონისძიების თანაორგანიზატორი იქნება ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან  კოლმან დომინგო, ლუის ჰემილტონი და ფარელ უილიამსი. წლევანდელი თემა შავკანიანი  მამაკაცის სტილსა და ტანსაცმლის ევოლუციას ეძღვნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრევის სკოტი ფანებს Jackboys 2-ის გამოშვების თარიღზე მიანიშნებს

შემდეგი სტატია

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი