ტრევის სკოტი ფანებს Jackboys 2-ის გამოშვების თარიღზე მიანიშნებს

რეპერს ამ კვირაში 34 წელი უსრულდება.
ტრევის სკოტი
Gunner Stahl

ახალი კომპილაციური ალბომის, Jackboys 2-ის დაანონსებიდან ერთი თვის შემდეგ ტრევის სკოტი ფანებს მისი გამოშვების თარიღზე მიანიშნებს. რეპერმა ალბომის დასრულება ორშაბათს, 28 აპრილს დაადასტურა, როცა ინსტაგრამზე დედას დაბადების დღე მიულოცა. პოსტში მან ისიც გაამხილა, რომ ალბომი დედასთვის სრულად დაუკრა. 

„ყველამ მივულოცოთ დაბადების დღე დედოფალს. მიყვარხარ, დედა. P.S. JACKBOYS 2 მისთვის დავუკარი.”

პოსტი კი სრულდება ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, დედამ ტრევისს სთხოვა, ალბომის გამოცემა საკუთარი დაბადების დღისთვის დაემთხვია. 30 აპრილს რეპერს 34 წელი უსრულდება. „მან მითხრა: შენს დაბადების დღეზე გამოუშვი, პატარა ჯეკ.”

პოსტის კომენტარებში გამოჩნდნენ Chase B, Sexxy Red, ბასტა რაიმსი და ტრევის სკოტის შვილების ბებია კრის ჯენერი. ისინი რეპერის დედას დაბადების დღეს ულოცავენ. ფანები კი რეპერს ალბომის გამოცემის შესაძლო თარიღზე ეკითხებიან.  

Jackboys 2-ის გამოცემა ტრევის სკოტმა მარტში დააანონსა. აპრილში მან Coachella-ზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები შეასრულა, რომლებიც, მსმენელის აზრით, სწორედ მომავალი კომპილაციიდან იყო.

JACKBOYS-ის პირველი ნაწილი 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ლიდერი გახდა. შვიდსიმღერიან ალბომში მონაწილეობდნენ Pop Smoke, Lil Baby, Offset და სხვები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

შემდეგი სტატია

რიანამ ინსტაგრამზე ბანანის ფილტრით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რათა შვილების ყურადღება მიიპყროს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი