სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

„გამარჯვება ერთისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის,” – ამბობს მუსიკოსი.
სინდი ლოპერი
River Callaway

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შედის, რითაც ძალიან ბედნიერია. მას შემდეგ, რაც 2025 წლის სია გამოცხადდა, მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:

„მადლიერი ვარ, რომ ჩემი კუმირების კომპანიაში მოვხვდი – არეთა, ტინა, ჩაკა, ჯონი, ვანდა – ეს სულ რამდენიმე რომ დავასახელო. ქალებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მუსიკასა და როკ-ენ-როლში და გამარჯვება ერთი ჩვენგანისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის. მადლობა დიდების დარბაზის ჟიურის და მადლობა ჩემს ფანებს მხარდაჭერისთვის. თქვენ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.”

წელს მეოთხე თანმიმდევრული წელია, როცა დიდების დარბაზში ოთხი ან მეტი ქალი შედის. ლოპერთან ერთად ეს პატივი ერგოთ The White Stripes-ის მეგ უაიტს, Salt-N-Pepa-სა და კაროლ კეის. ბოლო წლებში ცერემონიის ორგანიზატორები მუდმივ კრიტიკას იღებდნენ დიდების დარბაზში ქალების ნაკლებობის გამო. 

„ყელში ამოვიდნენ ეს კაცები” – დაწერა 2023 წელს კორტნი ლავმა უკვე წაშლილ ინსტაგრამ პოსტში ჟურნალისტის პასუხად, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ პერიოდისთვის ქალების წილი დიდების დარბაზში მხოლოდ 8.5%-ს შეადგენდა. 

ქალების ნაკლებობაზე ჯენეტ ჯექსონმაც ისაუბრა, როცა 2019 წელს თავად შევიდა დიდების დარბაზში. „მივმართავ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს, გთხოვთ, 2020-ში უფრო მეტი ქალი შეიყვანეთ.”

2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონია 8 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ნახეთ სინდი ლოპერის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანამ ინსტაგრამზე ბანანის ფილტრით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რათა შვილების ყურადღება მიიპყროს

შემდეგი სტატია

ARGY

ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი  ARGY თბილისში პირველად  დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი