მოიგებს თუ არა ბარბრა სტრეიზანდი პირველ გრემის 39 წლის შემდეგ?

მომღერალი ახალ ალბომს გამოსცემს, სახელწოდებით The Secret of Life: Partners, Volume 2.
ბარბრა სტრეიზანდი 1987 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე
CBS via Getty Images

29 აპრილს ბარბრა სტრეიზანდის ფანებს შესანიშნავი დილა გაუთენდათ – მომღერალი ახალ სტუდიურ ალბომს გამოსცემს. ჩანაწერი, სახელწოდებით The Secret of Life: Partners, Volume 2, 27 ივნისს გამოვა. ვარსკვლავებით დატვირთულ 10-სიმღერიან ალბომში შედის დუეტები ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან პოლ მაკარტნი, ბობ დილანი, მერაია კერი და არიანა გრანდე, ჯეიმს ტეილორი და სტინგი. 

გამოსვლისთანავე ალბომი საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალური ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტთა მოწინავე ხაზზე დადგება. გამარჯვების შემთხვევაში კი ეს სტრეიზანდის პირველი გრემი იქნება 39 წლის შემდეგ. ბოლო გრემი მომღერალმა 1987 წელს მიიღო ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულებისთვის ალბომში The Broadway Album. მართალია, სტრეიზანდის მასშტაბის არტისტისთვის ეს ძალიან დიდი პაუზაა, თუმცა მომღერალს ამის შესახებ არასდროს დაუჩივლია. 

იმდენი ხანია, რაც სტრეიზანდი გრემის მიღმაა, რომ მას არასდროს მოუგია საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალური ალბომის ნომინაცია. აღნიშნული კატეგორია ცერემონიას 1991 წელს დაემატა. სტრეიზანდი მასზე 13-ჯერ იყო ნომინირებული, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 17-ჯერ ნომინირებული ტონი ბენეტის შემდეგ.

სტრეიზანდმა პირველი ორი გრემი 1964 წელს მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მომღერალი მომავალ წელს ჯილდოს დაიმსახურებს, ჯამში მას გრემის გამარჯვებების 62-წლიანი ისტორია ექნება, რაც ნებისმიერ კატეგორიაში გრემის ახალი რეკორდი იქნება. ამჟამად რეკორდი ტონი ბენეტს ეკუთვნის, რომლის გრემის გამარჯვებების ციკლი 59 წელს მოიცავს – 1963 წლიდან 2022 წლამდე, როცა მან ბოლოს სწორედ ტრადიციული პოპ-ვოკალური ალბომის კატეგორია მოიგო ლედი გაგასთან კოლაბორაციით Love for Sale.

თითქმის 40-წლიან პაუზამდე სტრეიზანდი გრემის ხშირი გამარჯვებული იყო. 1964 წელს, 22 წლის ასაკში, მან მოიგო წლის ალბომის კატეგორია სადებიუტო ჩანაწერით The Barbra Streisand Album და გახდა ამ კატეგორიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. ეს სტატუსი მას 1996 წელს ალანის მორისეტმა ჩამოართვა, რომელმაც ეს ნომინაცია 21 წლის ასაკში მოიგო. ამჟამად კი რეკორდი ბილი აილიშს ეკუთვნის. მან წლის ალბომის ნომინაციაში 2020 წელს, 18 წლის ასაკში გაიმარჯვა ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go?

ჯამში სტრეიზანდი ექვსჯერაა ნომინირებული წლის ალბომის კატეგორიაში, რაც ასევე რეკორდი იყო ქალი არტისტისთვის გასულ წლამდე, როცა ტეილორ სვიფტმა მეშვიდე ნომინაცია მოიპოვა. 

სტრეიზანდს მიყოლებით სამჯერ აქვს მოგებული გრემის ჯილდო ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულებისთვის (1964-1966 წლებში), რითაც მან გაიმეორა ელა ფიცჯერალდის რეკორდული მაჩვენებელი (1959-1961). სხვა არც ერთ მუსიკოსს არ მოუგია აღნიშნული ნომინაცია (ან უბრალოდ საუკეთესო პოპ-სოლო შესრულების კატეგორია) მიყოლებით სამჯერ. 

სხვა კომპოზიციებთან ერთად ახალ ალბომში შედის სიმღერა One Heart, One Voice – კოლაბორაცია მერაია კერისა და არიანა გრანდესთან, რომელიც აერთიანებს თავისი თაობის სამ უდიდეს მომღერალს: 83 წლის სტრეიზანდს, 56 წლის კერის და 31 წლის გრანდეს. ეს ერთგვარი გამოხმაურებაა 1963 წლის The Judy Garland Show-სი, როცა მაშინ 22 წლის სტრეიზანდმა 41 წლის ჯუდი გარლანდსა და 55 წლის ეთელ მერმანთან ერთად სიმღერა There’s No Business Like Show Business შეასრულა.

ახალი ალბომის გრემის პოტენციალი ჩანს მის გამხსნელ სიმღერაშიც – The First Time Ever I Saw Your Face. 1973 წელს რობერტა ფლეკის ორიგინალმა ვერსიამ გრემის წლის ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა. ხოლო თავად კომპოზიციამ, რომელიც 1957 წელს ევან მაკკოლმა დაწერა, წლის სიმღერის ჯილდო დაიმსახურა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ye აცხადებს, რომ პროდიუსერებთან 3-მილიონიანი დავა შესაძლოა, Donda 2-ის სტრიმინგ სერვისებიდან წაშლით დასრულდეს

შემდეგი სტატია

მაიკლ ბოლტონი ტვინის სიმსივნესთან ბრძოლაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი