Ye აცხადებს, რომ პროდიუსერებთან 3-მილიონიანი დავა შესაძლოა, Donda 2-ის სტრიმინგ სერვისებიდან წაშლით დასრულდეს

2022 წლის პროექტი სამშაბათს ღამით მოულოდნელად გამოჩნდა სტრიმინგ პლატფორმებზე.
კანიე უესტი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს-ანჯელესი.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

კანიე უესტის ალბომის – Donda 2-ის სტრიმინგ სერვისებზე გამოჩენა შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ამ დრომდე გამოუქვეყნებელი, 2022 წლის პროექტი სამშაბათს ღამით მოულოდნელად გამოჩნდა სტრიმინგ პლატფორმებზე, Ye (კანიე უესტი) ამტკიცებს, რომ ალბომზე მომუშავე პროდიუსერების მენეჯერები ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვენ და სამართლებრივი დავით იმუქრებიან.

„Free Maiden ცდილობს ნამუშევრებში, რომლებიც იმ ადამიანებთან ერთად გავაკეთე, ვისაც თავად ვასწავლე ბიტების კეთება, 3 მილიონი დოლარი გამომძალოს – ახლა კი აპირებს Donda 2 პლატფორმებიდან მოხსნას,“ – დაწერა Ye-მ სოციალურ ქსელ X-ში. 

Free Maiden, როგორც ჩანს, იმ პროდიუსერების მენეჯერია, ვინც Donda 2-ზე იმუშავა. ამ პროდიუსერებს შორის არიან BoogzDaBeast და ბრაიან მილერი, რომლებსაც ეკუთვნით ალბომის ტრეკები: 530, Broken Road, City of Gods, Get Lost, We Did It Kid, Too Easy და First Time.

უესტის პოსტში, სავარაუდოდ, Free Maiden-ის ტექსტი იკითხება: „ჩვენ არ მიგვიცია თანხმობა ჩვენი ნამუშევრის გამოყენებაზე Donda 2-ისთვის და ნებისმიერი სხვა პროექტისთვის. Ye თითქმის 3 წელია, ფულს არ გვიხდის და მაინც აგრძელებს ჩვენი ნამუშევრის მოპარვას.“ Ye ასევე წერს: „ადვოკატები ერთ საათში აიღებენ ტრეკებს პლატფორმებიდან”.

ჯერ უცნობია, წაიშლება თუ არა ტრეკები სტრიმინგ პლატფორმებიდან. ამ ეტაპზე ალბომი კვლავ ხელმისაწვდომია YouTube Music-ზე, Spotify-სა და iTunes-ზე.

უესტმა ალბომი პირველად 2022 წლის თებერვალში მაიამის LoanDepot Park-ში გამართულ საღამოზე წარადგინა, თუმცა იმ დროისთვის ბევრი ტრეკი დაუსრულებელი იყო და სტრიმინგ პლატფორმებზე ამ დრომდე არ გამოჩენილა. Ye ცდილობდა, Donda 2 ექსკლუზიურად Stem Player-ის მეშვეობით გაეშვა.

18-ტრეკიანი ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერია Future, ხოლო მიწვეული არტისტების სიაში არიან ტრევის სკოტი, Playboi Carti, Migos, Baby Keem, Jack Harlow და სხვები.

Billboard კანიე  უესტის და Spotify-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. როგორც გამოცემა იუწყება, კომენტარის მიღების შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებულ სიახლეს გააშუქებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bono: Stories of Surrender - Courtesy Photo

U2-ს ვოკალისტის შესახებ დოკუმენტური ფილმი Bono: Stories of Surrender უახლოეს მომავალში  გამოვა

შემდეგი სტატია

მოიგებს თუ არა ბარბრა სტრეიზანდი პირველ გრემის 39 წლის შემდეგ?

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი