U2-ს ვოკალისტის შესახებ დოკუმენტური ფილმი Bono: Stories of Surrender უახლოეს მომავალში  გამოვა

ეს იქნება პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც Apple Vision Pro-ს Apple Immersive Video-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
Bono: Stories of Surrender - Courtesy Photo
Bono: Stories of Surrender
Courtesy Photo

30 აპრილს ფილმ Bono: Stories of Surrender-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელიც U2-ს ვოკალისტის ამავე სახელწოდების სოლო პროექტს ეფუძნება. 

Apple Original Films-მა დოკუმენტური ფილმის გამოსვლა 26 თებერვალს დააანონსა. მსოფლიო პრემიერა Apple TV+-ზე 30 მაისს შედგება, რომელიც Bono-ს სოლო პროექტის შესახებ გვიამბობს. ფილმის შექმნის ინსპირაცია კი არტისტის ამავე სახელწოდების მემუარებს  Surrender: 40 Songs One Story-ს ეფუძნება. 

ფილმის რეჟისორი ანდრიუ დომინიკია, გამოქვეყნებულ პრესრელიზში კი ნათქვამია: “ფილმი Bono-ს გამორჩეულ ცხოვრებას გვიჩვენებს, სადაც წარმოდგენილია მისი ოჯახი, მეგობრები და ცხოვრებისეული რწმენა.  ეს არის დოკუმენტური ფილმი პირადი ისტორიებისა და გზის შესახებ, სადაც Bono შვილის, მამის, მეუღლის, აქტივისტის და როკვარსკვლავის ამპლუაშია წარმოდგენილი. შოუების ექსკლუზიურ კადრებთან ერთად ფილმი Bono-ს მრავალ გამოსვლას აერთიანებს, რომლებმაც არტისტის ცხოვრებასა და კარიერაზე გარკვეული გავლენა იქონიეს.” 

Apple Vision Pro ვერსია ფილმს 8K ხარისხითა და სივრცული აუდიო ეფექტით წარადგენს, რომელიც 180-გრადუსიან ვიზუალს ქმნის, ეს ყველაფერი კი მაყურებელს Bono-სთან ერთად სცენაზე ყოფნის განცდას შეუქმნის. სპეციალური ვერსია,  მაყურებლისთვის მხოლოდ Apple Vision Pro-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ფილმი RadicalMedia-ს ოსკარისა და ემის გამარჯვებული ჯონ კეიმენისა და დევ სირილნიკის მიერ არის წარმოებული. ფილმზე ასევე მუშაობდნენ Plan B Entertainment-ის ოსკარის გამარჯვებული მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი, დედი გარენდერი და ჯერემი კლაინერი. აღმასრულებელი პროდიუსერი კი თავად Bono, ჯენიფერ პიჩერი და ქელი მაკნამარა არიან. 

აღსანიშნავია, რომ Bono-ს მემუარების Surrender: 40 Songs, One Story-ს განახლებული ვერსია ახალი ყდითა და ავტორის შესავალით, დოკუმენტური ფილმის გამოსვლის თარიღს ემთხვევა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Weeknd, "Call Out My Name" Courtesy Photo

The Weeknd-ის სიმღერა Call Out My Name The Batman-ის რეჟისორისთვის ფილმის გაგრძელების შთაგონებად იქცა

შემდეგი სტატია

Ye აცხადებს, რომ პროდიუსერებთან 3-მილიონიანი დავა შესაძლოა, Donda 2-ის სტრიმინგ სერვისებიდან წაშლით დასრულდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი