Andre 3000 2025 წლის Met Gala-ზე ზურგზე  მოკიდებული ფორტეპიანოთი წარდგა, ამავე საღამოს არტისტმა ახალი ალბომი გამოუშვა

Met Gala-ზე მისი იმიჯი ალბომის ყდის დიზაინს იმეორებს.
André 3000 2025 წლის Met Gala. ფოტო: Dia Dipasupil/Getty Images

5 მაისს Outkast-ის ლეგენდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ  Met Gala-ზე  ზურგზე მოკიდებული პატარა ფორტეპიანოთი წარდგა. ამავე საღამოს არტისტმა ახალი ინსტრუმენტული ალბომი 7 Piano Sketches გამოუშვა. ალბომი ლეიბლ Epic Records-ის  მეშვეობით მას შემდეგ გამოიცა, რაც მუსიკოსი თავისი განსხვავებული იმიჯით Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე წარდგა. ლუქი  Burberry-ს, benji bixby-სა და სტილისტ Law Roach-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

Met Gala-ზე Andre 3000-ის იმიჯი მისი ახალი ალბომის ყდის დიზაინს იმეორებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, თავდაპირველად პროექტის სახელწოდება „ისტორიაში საუკეთესო ცუდი რეპ ალბომი“ უნდა ყოფილიყო: „სასაცილოა, რადგან ეს ყველაზე ცუდი რეპ ალბომია. მას საერთოდ არ აქვს ლირიკა, მაგრამ ამავე დროს საუკეთესოა, რადგან ემოციურად ყველაზე თავისუფალი ვარ და პიროვნულადაც ასე კარგად არასდროს მიგრძნია თავი.” – ამბობს არტისტი.

Andre 3000-სთვის ალბომი 7 Piano Sketches მორიგ ინსტრუმენტულ პროექტს წარმოადგენს. ის მსმენელს 2023 წლის ალბომის, New Blue Sun-ის ერთგვარ გაგრძელებას სთავაზობს.  ეს უკანასკნელი კი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომთან ერთად დამატებით კიდევ ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ნოემბერში Andre 3000 Outkast-ის წევრ ბიგ ბოისთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევა. 

მოუსმინეთ ახალ ალბომს და ნახეთ Andre 3000-ის ლუქი Met Gala-ზე.

André 3000 2025 წლის Met Gala. ფოტო: Dia Dipasupil/Getty Images
André 3000 2025 წლის Met Gala. ფოტო: Dia Dipasupil/Getty Images

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის Met Gala-ზე. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

A$AP Rocky-ს თქმით, უკვე „დრო იყო, რიანას ორსულობა გამჟღავნებულიყო”

შემდეგი სტატია

Noble Savage-ის ახალი მუსიკალური პროექტი Live in the Eden 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი