A$AP Rocky-ს თქმით, უკვე „დრო იყო, რიანას ორსულობა გამჟღავნებულიყო”

„მიხარია, რომ ჩვენით ყველა ბედნიერია, რადგან ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ,“ — განუცხადა A$AP Rocky-მ ჟურნალისტებს.
A$AP Rocky 2025 წლის Met Gala-ზე. ფოტო: მაიკლ ბაკნერი
A$AP Rocky 2025 წლის Met Gala-ზე. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

რიანა 2025 წლის Met Gala-ს ხალიჩაზე გამოჩნდა, სადაც დაადასტურა, რომ მესამე შვილს ელოდება. A$AP Rocky ჟურნალისტებთან ამ ფაქტის შესახებ საუბრობს:

„საოცარი შეგრძნებაა, იცით? დავიღალეთ ამ ამბის დამალვით, დრო იყო, გვეთქვა, რისთვის ვემზადებით. მიხარია, რომ  ჩვენი ამბავი ყველას აბედნიერებს, რადგან ჩვენ ამით ნამდვილად ბედნიერები ვართ.”  – ამბობს რეპერი Associated Press-ის ვიდეოში.

როდესაც არტისტს ჰკითხეს, როგორი შეგრძნებაა, როცა  თაყვანისმცემლებისგან ზღვა სიყვარულს იღებს, A$AP Rocky-მ უპასუხა:

„საოცარია. გულახდილად რომ ვთქვა, ეს კურთხევაა. ხანდახან ადამიანებს ერთმანეთის შურთ, თუმცა ჩვენ უმეტესად სიყვარულს ვგრძნობთ. ამას ძალიან ვაფასებთ და გულწრფელად ვიღებთ, რადგან სწორედ ეს არის სიყვარული.”

რიანასა და A$AP Rocky-ს უკვე ჰყავთ ორი ვაჟი. პოპვარსკვლავის პირველი ორსულობის შესახებ ცნობილი მალევე გახდა, როდესაც პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს ორსული რიანა. მისი მეორე ორსულობა 2023 წლის სუპერბოულის შოუზე გაცხადდა, როდესაც რიანა სცენაზე ღია კომბინიზონით წარდგა.

მომღერალმა მესამე ორსულობის შესახებ ინფორმაცია მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,  Met Gala-ზე გაამჟღავნა, სადაც ის  საღამოს თემის (Superfine: Tailoring Black Style) შესაბამისად, მამაკაცის ტანსაცმლით შთაგონებული იმიჯით წარდგა.

ნახეთ A$AP Rocky -ის ნტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Andre 3000 2025 წლის Met Gala-ზე ზურგზე  მოკიდებული ფორტეპიანოთი წარდგა, ამავე საღამოს არტისტმა ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025

საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორე ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.
მეტი