Noble Savage-ის ახალი მუსიკალური პროექტი Live in the Eden 

10 მაისს Noble Savage-ში მსმენელის წინაშე Luka Topuria & the Band წარდგება.

თბილისის ცენტრში, ხმაურიანი მოედნიდან შეუმჩნეველ კიბეს სხვა სამყაროსკენ მიჰყავხარ. ეს არის The Hidden Eden, Noble Savage – მიწისქვეშა ბაღი, სადაც ქალაქის ქაოსი ბუნების სიმწვანეში იკარგება. ადგილი, სადაც ყოველდღიურ რუტინას წყდები, შექმნილი ატმოსფერო კი ერთდროულად სიმშვიდის და მძლავრი ენერგიის შეგრძნებას გიტოვებს.  Noble Savage-ში ბუნება ღამის ცხოვრებას ერწყმის და ქმნის სივრცეს, სადაც მუსიკა ცოცხლდება.  

შაბათს, 10 მაისს, Noble Savage აუდიტორიას ახალ პროექტს –  LIVE IN THE EDEN-ს წარუდგენს. საღამო DJ UMBRUTER-ის სეტით დაიწყება, მოგვიანებით კი სცენას  Luka Topuria & The Band შემდეგი შემადგენლობით დაიკავებს:  MC ტატო რუსია – ვოკალი, დავით გოგისვანიძე – ბასი, გიო კაპანაძე – დრამი და თავად ლუკა თოფურია –  კლავიში.

დაგეგმე შაბათის დაუვიწყარი მუსიკალური საღამო და დაიმუხტე საოცარი ენერგიით The Hidden Eden, Noble Savage-ში. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Andre 3000 2025 წლის Met Gala-ზე ზურგზე  მოკიდებული ფორტეპიანოთი წარდგა, ამავე საღამოს არტისტმა ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნის ანიმაციური ფილმს High in the Clouds – სელინ დიონი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი