ორსულმა რიანამ Met Gala-ს ხალიჩის კოსტიუმირებული მიღება დახურა

რიანამ იდეალურად განასახიერა საღამოს თემა – Superfine: Tailoring Black Style და მამაკაცის ტანსაცმლით შთაგონებული იმიჯით წარდგა მეტროპოლიტენის ცნობილ კიბეზე. რიანას კოსტიუმის დიზაინერი მარკ ჯეიკობსია.
რიანა 2025 წლის Met Gala-ზე.
Savion Washington/Getty Images

მას შემდეგ, რაც რიანამ მოულოდნელად გაამხილა, რომ ორსულად არის, ვარსკვლავი 2025 წლის Met Gala-ს ხალიჩაზეც გამოჩნდა. მომღერალმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თავისი შეუდარებელი  სტილითა და მომრგვალებული მუცლით. 

რიანამ იდეალურად განასახიერა საღამოს თემა – Superfine: Tailoring Black Style და მამაკაცის ტანსაცმლით შთაგონებული იმიჯით წარდგა მეტროპოლიტენის ცნობილ კიბეზე. რიანას კოსტიუმის დიზაინერი მარკ ჯეიკობსია.

რიანა 2025 წლის Met Gala-ზე.
Savion Washington/Getty Images

A$AP Rocky, რომლისგანაც რიანა მესამე შვილს ელოდება, წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორი იყო. როკისთან ერთად ამ სტატუსს ფლობდნენ კოლმან დომინგო და ლუის ჰემილტონი, ხოლო საპატიო თავმჯდომარის როლი ლებრონ ჯეიმსს ერგო.  Met Gala-ს გახსნამდე ჯეიმსმა X-ზე დაწერა, რომ სეზონის ბოლოს მიღებული მუხლის ტრავმის გამო ღონისძიებას ვერ ესწრებოდა.

წელს Met Gala-ს თემა იყო Superfine: Tailoring Black Style. იდეა შთაგონებულია მონიკა ელ მილერის 2009 წლის წიგნით Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity. ეს თემა არამხოლოდ კოსტიუმირებული მიღების, არამედ  ამავე  სახელწოდების გაზაფხულის გამოფენის კონცეფციაც არის.

რიანასა და როკის უკვე ჰყავთ ორი ვაჟი – ერთი წლის Riot Rose და RZA, რომელიც მაისში სამი წლის გახდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Met Gala-ზე ლიზოს იმიჯის ინსპირაცია კრუელა დე ვილის პერსონაჟი იყო

შემდეგი სტატია

ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი