ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

მუსიკალური ხელოვნების გამორჩეული მოღვაწე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ მაჭავარიანი – კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი.” – წერს ალექსი მაჭავარიანი.

ვახტანგ მაჭავარიანმა მუსიკალური განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო, შემდეგ კი სადირიჟორო ხელოვნების სრულყოფა მოსკოვში და ვენაში განაგრძო. კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან საოპერო და სიმფონიურ თეატრებთან. 

ვახტანგ მაჭავარიანი მრავალი მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. 1990 წელს დააფუძნა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, ხოლო 1996 წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გაიმართა არაერთი ცნობილი პრემიერა, მათ შორის ჯუზეპე ვერდის ,,ფალსტაფი” და  ვაგნერის ,,ტრისტანი და იზოლდა”.

ვახტანგ მაჭავარიანს ეკუთვნის მრავალი კომპოზიცია და სიმფონიური ნაწარმოები, რომელთა შორისაა სიმფონია №1 “სამყაროს ჰარმონია”, სიმფონიური პოემა “ნაცარქექია”, ოპერა რიჩარდ III. 2022 წელს თბილისში კიევის “კამერატას” 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი, სადაც ვახტანგ მაჭავარიანმა სიმფონიური ნაწარმოები “მარიუპოლი” უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. 

2018 წლიდან ის იყო ფესტივალ „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. 2010 წლიდან თანამშრომლობდა თურქეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან.

გამოცემულია ვახტანგ მაჭავარიანის სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები და კომპაქტდისკები. ამასთან, ის იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი და პიანისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორსულმა რიანამ Met Gala-ს ხალიჩის კოსტიუმირებული მიღება დახურა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის Met Gala-ზე. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

A$AP Rocky-ს თქმით, უკვე „დრო იყო, რიანას ორსულობა გამჟღავნებულიყო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი