ბრაზილიაში Lady Gaga-ს რეკორდული შოუს შემდეგ ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოდესმე მსგავსი მასშტაბის კონცერტს აშშ-მაც უმასპინძლოს?

Billboard Pop Shop პოდკასტის ახალ ეპიზოდში წამყვანები ქეითი და ქითი ბრაზილიაში Lady Gaga-ს შთამბეჭდავ გამოსვლას განიხილავენ.
Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images
Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images

3 მაისს რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ Lady Gaga-ს კონცერტს 2.5 მილიონი ადამიანი დაესწრო.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის შოუ აშშ-ში ჯერ არ ჩატარებულა.

ცნობილია, რომ 1997 წელს, ნიუ-იორკის ცენტრალ  პარკში  გამართულ გართ ბრუკსის უფასო კონცერტს მილიონამდე ადამიანი დაესწრო.

Billboard Pop Shop პოდკასტში ქეითი და ქითი  Lady Gaga-ს გრანდიოზულ შოუს განიხილავენ და მსჯელობენ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მსგავს კონცერტს ამერიკამაც უმასპინძლოს,  დაიტევს თუ არა ლოს-ანჯელესის სანაპიროები ამ რაოდენობის აუდიტორიას.

ახალი პოდკასტიდან ასევე შეიტყობთ სიახლეებს ჩარტების შესახებ, კერძოდ, ჯგუფმა Ghost პირველად Billboard 200-ის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ასევე მოისმენთ, თუ როგორ დაბრუნდა მძიმე როკი ჩარტების ლიდერ პოზიციაზე და როგორ მიაღწია ალექს უორენის სიმღერა Ordinary-მ  Billboard Hot 100-ის  რეკორდულ მაჩვენებელს.

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება, მათ შორისაა საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეითი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი ქით კოლფილდი.

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნის ანიმაციური ფილმს High in the Clouds – სელინ დიონი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ თავის სასამართლო პროცესზე საჯაროდ ისაუბრა: „თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი