პოლ მაკარტნის ანიმაციური ფილმს High in the Clouds – სელინ დიონი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ

პოპ-ლეგენდის საბავშვო წიგნზე დაფუძნებულ 3D ფილმში Ted Lasso-ს ვარსკვლავი ჰანა ვედინგჰემიც მონაწილეობს.
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

მომავალი 3D ანიმაციური ფილმი პოლ მაკარტნის 2005 წლის საბავშვო წიგნის, High in the Clouds-ის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარი პერსონაჟების გახმოვანებაზე მუშაობენ სელინ დიონი, ჰიმეშ პატელი  და ჰანა ვედინგჰემი.

გამოცემა Variety-ის ცნობით, ანიმაციას ასევე გაახმოვანებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: იდრის ელბა, ლიონელ რიჩი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი, კლემანს პოესი, პომ კლემენტიეფი  და ალენ შაბა.

ანიმაციურ ფილმს The Amazing Maurice-ის რეჟისორი ტობის გენკელი  გადაიღებს, სცენარი კი ჯონ კროკერს (Paddington 2) ეკუთვნის. როგორც Variety წერს, ეს არის ამბავი, რომელიც  „ოჯახის ძალაზე და მუსიკის მეშვეობით თავისუფლების გამოხატვის“ შესახებ მოგვითხრობს. 

ანიმაციურ ფილმში პოლ მაკარტნის მიერ შექმნილი ორიგინალური სიმღერები ჟღერს. მუსიკის პროდიუსინგიც თავად მაკარტნის კომპანიას — MPL Communications-ს ეკუთვნის, ხოლო საუნდტრეკის ავტორი ოსკაროსანი კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინოა (Inside Out).

ანიმაციური ფილმის შესახებ ინფორმაცია  მას შემდეგ გავრცელდა, რაც რეჟისორ სემ მენდესის გრანდიოზული პროექტის  –  The Beatles: A Four Film Cinematic Event-ის მთავარი როლის შემსრულებლების შესახებ გახდა ცნობილი. ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმი The Beatles-ის თითოეულ წევრს მიეძღვნება, კინოთეატრებში მისი გამოსვლა კი 2028 წლის აპრილში  იგეგმება. მთავარ როლებს ასრულებენ: ჯონ ლენონი – ჰარის დიკინსონი, პოლ მაკარტნი – პოლ მესკალი, რინგო სტარი – ბარი კეოგანი და ჯორჯ ჰარისონი – ჯოზეფ ქუინი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Noble Savage-ის ახალი მუსიკალური პროექტი Live in the Eden 

შემდეგი სტატია

Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images

ბრაზილიაში Lady Gaga-ს რეკორდული შოუს შემდეგ ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოდესმე მსგავსი მასშტაბის კონცერტს აშშ-მაც უმასპინძლოს?

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი