ეცვა თუ არა LISA-ს როზა პარკსის გამოსახულებიანი თეთრეული Met Gala-ზე? დიზაინერების გუნდმა განცხადება გაავრცელა

Met Gala-ს კოსტიუმის გამო BLACKPINK-ის ვარსკვლავმა ინტერნეტში კრიტიკა დაიმსახურა.
Lisa ესწრება 2025 წლის Met Gala-ს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში. 2025 წლის 5 მაისი.

როდესაც Met Gala-ს ხალიჩაზე LISA გამოჩნდა, მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით კითხვა გაჩნდა: „მართლა როზა პარკსია მის თეთრეულზე?“ – თუმცა დიზაინერების გუნდი, რომელთანაც ვარსკვლავმა ითანამშრომლა, ამ ეჭვებს უარყოფს.

ვარსკვლავის სამოსი არტისტ ჰენრი ტეილორისა და ფარელ უილიამსის კოლაბორაციით შეიქმნა. როგორც ჰენრი ტეილორის წარმომადგენელმა ჟურნალ Vulture-თან 5 მაისის ღონისძიების შემდეგ განმარტა, LISA-ს Louis Vuitton-ის კოსტიუმზე არ იყო გამოსახული არც როზა პარკსი და არც სამოქალაქო უფლებების დამცველი სხვა პერსონა. „გამოსახულება, რომელიც LISA-ს სამოსზეა, არ არის როზა პარკსი – ის ჰენრი ტეილორის მეზობელია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ამ სამოსზე დატანილი სახეები, Louis Vuitton-ის სხვა კოსტიუმების მსგავსად, სადაც ტეილორის ნამუშევრები იყო გამოყენებული, ყველა ჰენრის პირადი ცხოვრებიდანაა – არტისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები. ფიგურები აღებულია ჰენრის უკვე არსებული ნამუშევრებიდან, რომლებიც მან LVMH-ს 2023 წელს, ფარელის სადებიუტო კოლექციისთვის გადასცა,” – ნათქვამია არტისტის წარმომადგენლის განცხადებაში.

ეს განცხადება, ფაქტობრივად, პასუხობს იმ კრიტიკას, რაც LISA-მ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის ხალიჩაზე გამოჩენის შემდეგ მიიღო. ტაილანდელ ვარსკვლავს შავი, მბზინავი კოსტიუმი ეცვა Louis Vuitton-ის ლოგოთი, მაქმანზე კი სახეები იყო ამოქარგული. მომღერალი სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს სახეები ისტორიულ სამოქალაქო აქტივისტებთან იყო კავშირში და ამის გათვალისწინებით, სამოსის დიზაინი უპატივცემულობასა და ემპათიის ნაკლებობას გამოხატავდა. კრიტიკა განსაკუთრებით იმ ფაქტორმა გაამძაფრა, რომ საღამოს თემა იყო Superfine: Tailoring Black Style, რაც სტილისა და მოდის საშუალებით შავკანიანი ხალხის იდენტობების წარმოჩენას გულისხმობდა. თუმცა, როგორც ტეილორის წარმომადგენელმა განმარტა: „LISA-ს სამოსზე გამოსახული არც ერთი სახე არ არის როზა პარკსი ან შავკანიანთა კულტურული ისტორიის სხვა ცნობილი ფიგურა.“

LISA ერთ-ერთი იყო BLACKPINK-ის იმ სამი წევრიდან, რომლებიც 2025 წლის Met Gala-ს დაესწრნენ. ხალიჩაზე ასევე გამოჩნდნენ ROSÉ და JENNIE. ღონისძიება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჯგუფის წევრები გაერთიანებისთვის ემზადებიან, მას შემდეგ, რაც 2023 წელს Born Pink World Tour დასრულდა. რაც შეეხება სოლო კარიერას, LISA სადებიუტო ალბომის, Alter Ego-ს გამოცემის შემდეგ კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას. 2 მაისს გამოვიდა მისი ახალი სინგლი Priceless, რომელიც Maroon 5-თან ერთად ჩაწერა.

რაც შეეხება Met Gala-ს, კოსტიუმირებული მიღების თანაორგანიზატორები წელს ფარელ უილიამსი, A$AP Rocky, კოლმან დომინგო და ლუის ჰამილტონი იყვნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

Snoop Dogg ანიმაციური ფილმის Paw Patrol: The Dino Movie-ს მსახიობთა გუნდს შეუერთდა

შემდეგი სტატია

Killages და სტეფანე მღებრიშვილი ერთობლივ სიმღერას აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი