Latto ახალი სინგლის, Somebody-ს გამოცემას აანონსებს

Somebody – Latto-ს 2025 წელს გამოსული პირველი სოლო სინგლი იქნება.
Latto 2025 წლის 8 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, ფოტო: ქრისტოფერ პოლკი
Latto 2025 წლის 8 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, ფოტო: ქრისტოფერ პოლკი

12 მაის Latto-მ  ინსტაგრამზე ახალი სინგლის გამოცემა დააანონსა, რომელიც მისი თქმით, პარასკევს გამოვა. 

„მოგესალმებით იამაიკიდან,“ — წერს ის ინსტაგრამზე ტროპიკული ყდის აღწერაში. Latto-მ  სინგლის გამოცემასთან დაკავშირებით პირველი მინიშნება გულშემატკივრებს მარტში, X-ზე, ერთი წუთიანი ვიდეოთი ამცნო.

Somebody –  Latto-ს 2025 წელს გამოსული პირველი სოლო სინგლი იქნება, მანამდე არტისტმა Blick Sum-ის რემიქსი გამოუშვა, რომელშიც რეპერი  Playboi Carti მონაწილეობს.

Blick Sum. თავდაპირველად   Latto-ს მესამე სტუდიურ ალბომ Sugar Honey Iced Tea-ში შედიოდა, რომელიც გასული წლის აგვისტოში Streamcut-ისა და RCA Records-ის მეშვეობით გამოვიდა. 17-სიმღერიანი პროექტი მოიცავს ისეთ ჰიტს, როგორიცაა Big Mama, ეს უკანასკნელი კი 2025 წელს  საუკეთესო რეპ შესრულებისთვის  გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ალბომმა მე-15 ადგილი დაიკავა Billboard 200-ზე და Latto-ს პირველი ალბომი გახდა, რომელიც Top Rap Albums ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.

მომდევნო თვეში  მინი ტურნეს Big Mama Takes Europe გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ევროპულ ფესტივალებს ესტუმრება. ტურნე მოიცავს ფესტივალებს DLT Malta-ზე წმინდა პავლეს ყურეში (მალტა), Tinderbox-ზე ოდენსეში (დანია), Yardland Festival-ზე პარიზში (საფრანგეთი) და Les Ardentes-ზე (ბელგია). არტისტი ასევე გამართავს სოლო შოუებს ლონდონში, ბერლინში და ამსტერდამში.

ნახეთ Latto-ს ახალი სინგლის, Somebody-ის ანონსი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონა შონ ლევისა და „ნეტფლიქსთან” ერთად ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობს

შემდეგი სტატია

Sandro Bibich - Silent Isolation - Cover Art: Elene Alavidze

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ ახალი კომპოზიცია Silent Isolation გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი