მადონა შონ ლევისა და „ნეტფლიქსთან” ერთად ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობს

ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიოგრაფიული ფილმის გადაღება, ჯულია გარნერის მონაწილეობით, განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.
მადონა 2026 წლის Met Gala-ზე
Michael Buckner

მადონას ფანები უკვე წლებია, პოპის დედოფალზე გადაღებულ ფილმს ელიან. ახალი ინფორმაციის თანახმად კი, საბოლოოდ ისინი მას იხილავენ.

გავრცელებული ცნობებით, მადონა Deadpool & Wolverine-ის პროდიუსერ შონ ლევისთან თანამშრომლობს საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე „ნეტფლიქსის” სატელევიზიო სერიალის გადასაღებად. ლევის კომპანია 21 Laps ამჟამად „ნეტფლიქსთან” ექსკლუზიურ შეთანხმებას ფლობს. 

ახალი პროექტი, როგორც ჩანს, არ არის დაკავშირებული ბიოგრაფიულ ფილმთან, რომლის გადაღებასაც Universal Pictures გეგმავდა და რომელშიც პოპის დედოფალი ჯულია გარნერს უნდა განესახიერებინა. პროექტი 2023 წელს განუსაზღვრელი დროით შეჩერდა, როცა მადონა Celebration World Tour-ში გაემგზავრა. 

თუმცა 2024 წელს მადონამ საფუძველი დაუდო ჭორებს, რომ შესაძლოა ფილმზე მუშაობა განახლებულიყო. მომღერალმა სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა, სადაც ის საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს სცენარზე, სახელწოდებით Who’s That Girl.

საკუთარი ისტორიის სატელევიზიო სერიალად ქცევის იდეა კი მადონას გასული წლის ნოემბერში გაუჩნდა. როგორც მაშინ მომღერალი ამბობდა, პროდიუსერები და აგენტები არწმუნებდნენ, რომ ვერ შეძლებდა ისეთი ფილმის გადაღებას, როგორიც მას სურდა. „შეამცირე მასშტაბები – მეუბნებოდნენ ისინი. და მეც გავიაზრე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გამოწვევაა,” – დაწერა მომღერალმა პოსტში, სადაც ფანებს ეკითხებოდა, თუ რა ფორმით ერჩივნათ მისი ამბის ეკრანზე ხილვა – ფილმის თუ სერიალის სახით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Killages-მა და სტეფანე მღებრიშვილმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინეს

შემდეგი სტატია

Latto 2025 წლის 8 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, ფოტო: ქრისტოფერ პოლკი

Latto ახალი სინგლის, Somebody-ს გამოცემას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი