ნახეთ Tems-ის პირველი Billboard-ის ყდის გადაღებების კადრს მიღმა მასალა Pinterest-ზე

Pinterest-ის კოლექცია ფანებს საშუალებას აძლევს, იხილონ ნიგერიელი ვარსკვლავის ახალი ფოტოსესიის გადაღებების პროცესი.
Tems
Zoe McConnell

Billboard-მა Pinterest-ზე ექსკლუზიურად ჩაუშვა  ვიზუალური მასალა, რომელიც ჩარტების ლიდერი ნიგერიელი არტისტის, Tems-ის ახალ სტატუსს ეძღვნება – მუსიკოსი Billboard-ის ყდის ვარსკვლავია.

15 მაისს Pinterest-ზე კოლექცია ოფიციალურად გამოქვეყნდა და Tems-ის უახლესი ფოტოსესიის სამუშაო პროცესის ამსახველ მასალებს სთავაზობს გულშემატკივრებს. გადაღებები აპრილში, ლონდონში გაიმართა და მას ფოტოგრაფი ზოი მაკკონელი ხელმძღვანელობდა. Pinterest-ის კოლექციაში 40-ზე მეტი ფოტო და ვიდეოფრაგმენტია გაერთიანებული, სადაც ვარსკვლავი სხვადასხვა სამოსით არის წარმოდგენილი – მათ შორის Marc Jacobs-ისა და Ferragamo-ს კოსტიუმებით. 

რამდენადაც ეს ფოტოსესია Tems-ისთვის უდიდესი სადებიუტო მომენტია, Pinterest-ის კოლექცია ბევრად მეტს სთავაზობს გულშემატკივრებს, ვიდრე მხოლოდ სამოსის დეტალებს. მათ საშუალება აქვთ, ახლოდან დაათვალიერონ გადაღების სცენოგრაფია, სამკაულებისა და ფეხსაცმელების სელექცია, ასევე  ექსკლუზიური ბეჭდური ფოტოები გადასაღები მოედნიდან.

„ეს სიგიჟეა. ძალიან სახალისო იყო, ყველაზე მაგარი გადაღებაა. რაც მქონია,“ – ამბობს Tems ერთ-ერთ ვიდეოში. „Billboard-ის პირველი გარეკანის გადაღებას ექვს საათში მოვრჩი.”

ინტერვიუს დროს ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ სტუდიაში მუშაობს ახალ მასალაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება Born in the Wild-ისგან და რომელიც მას ძალიან მოსწონს. „შეპყრობილი ვარ იმ სიმღერებით, რომლებიც ჯერ არ გამიზიარებია.  გარე სამყაროზე საერთოდ არ ვფიქრობ. ბევრად უფრო მაინტერესებს შემოქმედებითი პროცესი, ვიდრე მისი შემდგომი აღიარება,” – ამბობს არტისტი. 

ნახეთ რამდენიმე კადრი Tems-ის ფოტოსესიიდან, ხოლო Pinterest-ის კოლექციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

Zoe McConnell
Zoe McConnell
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tamada – For You I Would Be Enough (feat. Stephane) | Lyrics Video

Tamada-ს და სტეფანე მღებრიშვილის კოლაბორაციული სიმღერა –  For You I Would Be Enough

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage-ის პროექტის ფარგლებში „რესპუბლიკას” სცენაზე MonoNeon წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი