კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

ამ კვირას განსაკუთრებით გამოჩნდნენ BTS-ის ბენდიდან არტისტი JIN, Rihanna და მორგან უოლენი.
Jin Courtesy of BIGHIT MUSIC
Jin Courtesy of BIGHIT MUSIC

ამ კვირაში Rihanna-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი სიმღერა გამოუშვა, მორგან უოლენმა ახალი ალბომი I’m the Problem გამოსცა, ხოლო BTS-ის არტისტმა JIN-მა მეორე სოლო EP წარადგინა.

Rihanna სტუდიაში დიდი ხნის ნანატრი  სიმღერით Friend of Mine დაბრუნდა, რომელიც ანიმაციური ფილმის, „სმურფების” საუნდტრეკი იქნება. მომღერალმა 2022 წელს გამოსცა ბოლო სინგლი, სახელწოდებით Lift Me Up, რომელიც ფილმ Black Panther: Wakanda Forever-ისთვის შეიქმნა.  სიმღერა Friend of Mine ოჯახური განწყობის მელოდიასა და საკლუბო ენერგიას იდეალურად აერთიანებს.

ამ კვირის მორიგი სიურპრიზი აღმოჩნდა,  მომღერალ მორგან უოლენის მასშტაბური, 37 ტრეკიანი ქანთრი ალბომი I’m the Problem.  ახალი პროექტი 2023 წლის წარმატებული ჩანაწერის One Thing at a Time-ის ერთგვარი  გაგრძელებაა. ახალ ალბომში გვხვდება კოლაბორაციები Big Loud-ის ლეიბლის წარმომადგენლებთან, HARDY-სთან და ERNEST-თან, ასევე ერიკ ჩერჩთან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია უოლენის პირველი კოლაბორაცია ქალ არტისტ ტეიტ მაკრეისთან.

BTS-ის წევრის, JIN-ის სოლო კარიერა ახალ საფეხურზე გადადის, გასული წლის ნოემბრის EP-ის,  Happy-ის  გამოცემის შემდეგ არტისტმა ახალი, შვიდ ტრეკიანი პროექტი სახელწოდებით Echo – გამოუშვა. ეს ალბომი სიმბოლურად მის სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებას მოჰყვა.  ის პირველი იყო BTS-ის წევრებს შორის, ვინც სავალდებულო 18-თვიანი სამსახური დაასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დონალდ ტრამპი ბრიუს სპრინგსტინს „ხისთავიანს” უწოდებს, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

ბარბრა სტრეიზანდმა My Valentine პოლ მაკარტნისთან ერთად ჩაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი