Soundgarden-ის ბასისტი ბენ შეპერდი ახალ ალბომს აანონსებს, რომელიც ბენდის ვოკალისტის, კრის კორნელის ხსოვნას მიეძღვნება

„კრისის ხმის მოსმენა ბევრ რამეში მეხმარება. ვიცი, ის ამას აკეთებდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა,“ – დაწერა ბენ შეპერდმა კრის კორნელის გარდაცვალებიდან მერვე წლისთავზე.
Soundgarden - 1994 წლის თებერვალი, ტოკიო, იაპონია. ფოტო: კოჰ ჰასაბე /Shinko Music/Getty Images
Soundgarden – 1994 წლის თებერვალი, ტოკიო, იაპონია.
ფოტო: კოჰ ჰასაბე /Shinko Music/Getty Images

Soundgarden-ის ვოკალისტის, კრის კორნელის გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ ბენდის წევრმა, ბასისტმა ბენ შეპერდმა აქამდე გამოუქვეყნებელი ალბომის გამოსვლა დააანონსა. 

17 მაისს შეპერდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლო დროს ბევრს ფიქრობდა ერთ კომპოზიციაზე, რომელიც კრისმა და დრამერმა, მეტ კემერონმა ერთად დაწერეს.

„ეს არის სიმღერა – The Road Less Traveled. ის  კრისმა და მეტმა ერთად დაწერეს ჩვენი ალბომისთვის, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს.“  – განმარტა ბენ შეპერდმა.

„კრისის ხმის მოსმენა ბევრ რამეში მეხმარება. ვიცი, ის  ამას  აკეთებდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. ის მათ ეხმარებოდა და მეც დამეხმარა, როცა შიგნიდან ეჭვები მღრღნიდა და დანაშაულის განცდა მქონდა. მხოლოდ მისი ტონითაც იგრძნობდით, რომ ყველაფერს გპატიობდათ. ალბომების ჩაწერის დროს ყოველთვის საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა, ეს იყო აღტაცება, მეგობრობა, ხელოვნების ძალა და სიყვარული მუსიკისა და ჩემი ბენდის წევრების მიმართ. ალბათ, სწორედ ეს არის სიცოცხლის წმინდა ენერგია.“ – წერს ბენ შეპერდი.

ბენდი Soundgarden ოფიციალურად კრის კორნელის გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის 17 მაისს დაიშალა,  თუმცა მას შემდეგ რამდენიმე გამოსვლა ჰქონდათ მოწვეული ვოკალისტებით. ბენდი  ბოლოს 2024 წლის დეკემბერში წარდგა აუდიტორიის წინაშე, სადაც ვოკალს შეინა შეპერდი ასრულებდა.

2023 წელს Soundgarden-ის წევრებმა და კრის კორნელის მეუღლემ, ვიკიმ, ოთხწლიანი დავა სასამართლოს გარეშე, „მეგობრულად“ მოაგვარეს. დავა შვიდ აუდიოჩანაწერს ეხებოდა, რომელიც კორნელმა გარდაცვალებამდე ჩაწერა. დავის დასრულების შემდეგ ბენდმა განაცხადა, რომ ეს „შერიგება“ ახალი პარტნიორობის დასაწყისია, რის შედეგადაც Soundgarden-ის გულშემატკივრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ბენდის  ბოლო სიმღერები მოისმინონ, რომლებზეც კრის კორნელიც მუშაობდა. 

ამ დროისთვის, უცნობია, როდის გამოქვეყნდება ჯგუფის ახალი ნამუშევარი. 2025 წლის აპრილში Soundgarden  იმ არტისტებს შორის დაასახელეს, რომლებსაც წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში ბენდის გიტარისტმა, კიმ ტაილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, კრის კორნელი ამ მიღწევით ნამდვილად აღფრთოვანდებოდა.

„კრისი ერთ-ერთი მათაგანია, ვინც დამარწმუნა, რომ ამ ყველაფერს  ჩვენი გულშემატკივრები, მუსიკალური პარტნიორები და  ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ვთანამშრომლობდით, ძალიან დააფასებენ. მას კარგად ესმოდა ამის ფასი, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა და გვაძლიერებდა. ვფიქრობ, კრისი ამ ამბავს მადლიერებითა და პატივისცემით შეხვდებოდა.” – განმარტა ტაილმა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონია 2025-ის 8 ნოემბერს ლოს ანჯელესში, Peacock Theater-ში გაიმართება. ღონისძიება პირდაპირ ეთერში Disney+-ზე გადაიცემა, მოგვიანებით კი სპეციალური გამოშვება ABC-ის ეთერში გავა.

ამ ეტაპზე უცნობია, წარდგება თუ არა  Soundgarden მუსიკალური პერფორმანსით როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფრანგული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, რეპერი Werenoi 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის სამხრეთ კორეის კონცერტი გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი