ტრამპი ამტკიცებს, რომ ბიონსე და ბრიუს სპრინგსტინი „საარჩევნო კამპანიის თაღლითურ სქემაში” მონაწილეობდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი კამალა ჰარისის 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში მუსიკოსების მონაწილეობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დონალდ ტრამპი
Win McNamee/Getty Images

დონალდ ტრამპი ბიონსეს, ბრიუს სპრინგსტინსა და სხვა ვარსკვლავებს კამალა ჰარისის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტი საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

19 მაისს სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტებში ტრამპი ჯერ ბრიუს სპრინგსტინს ადანაშაულებს ჰარისის კამპანიაში მონაწილეობის სანაცვლოდ გასაიდუმლოებული თანხის აღებაში, შემდეგ კი ბიონსეს, ოპრა უინფრისა და ბონოს. 

„რამდენი გადაუხადა კამალა ჰარისმა ბრიუს სპრინგსტინს უნიჭო გამოსვლაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს? და რატომ აიღო მან ეს თანხა, თუ ჰარისის ასეთი ფანია?

ეს არ არის არალეგალური კონტრიბუცია? და ბიონსეს შემთხვევაში? ან ოპრასთან და ბონოსთან რა თანხა წავიდა? ვაპირებ, რომ საქმეზე გამოძიება მოვითხოვო. კანდიდატებს არ აქვთ უფლება, მხარდაჭერისთვის თანხა გადაიხადონ, რაც კამალამ გააკეთა და შემდეგ „გართობისთვის” გადახდით შენიღბა. გარდა ამისა, ეს იყო ძალიან ძვირადღირებული და სასოწარკვეთილი მცდელობა, ხელოვნურად გაეზარდა მისი მეჩხერი აუდიტორია.”

„ეს არ არის ლეგალური,” – დაამატა ტრამპმა. „ამ არაპატრიოტი „გამრთობებისთვის” კი ეს უბრალოდ კორუფციული და უკანონო გზა იყო, სარგებელი მიეღოთ გაფუჭებული სისტემისგან.”

მომდევნო პოსტში ტრამპი უფრო დაკონკრეტდა: „ბიონსეს 11 000 000 დოლარი გადაუხადეს, რომ უბრალოდ სცენაზე გამოსულიყო და კამალასთვის ნაჩქარევად დაეჭირა მხარი. სცენიდან კი უკმაყოფილო ხალხის შეძახილებით გავიდა, რადგან ერთი სიმღერაც კი არ შეასრულა. არ დაგავიწყდეთ, რომ დემოკრატებმა და კამალამ მას არალეგალურად მილიონობით დოლარი გადაუხადეს მხოლოდ იმისთვის, რომ კამალას მხარდამჭერი სიტყვა ეთქვა. ეს არის უმაღლესი დონის საარჩევნო თაღლითობა. ეს არის არალეგალური კონტრიბუცია კამპანიაში! ბრიუს სპრინგსტინს, ოპრას, ბონოსა და შესაძლოა ბევრ სხვასაც ასახსნელი აქვთ რაღაცები!!!” 

11 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის ბიონსესთვის გადარიცხვის დაუდასტურებელი ინფორმაცია სოციალურ მედიაში შარშან ამოტივტივდა. იმ დროს ფაქტის გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა აღნიშნული ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვეს. 

ბიონსე აქტიურად იყო ჩართული 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. მომღერალი სიტყვით გამოვიდა ჰიუსტონის შეკრებაზეც, სადაც მოსახლეობას ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

როგორც ირლანდიის მოქალაქე, ბონო 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში არ ჩაბმულა და არც კამპანიის ფარგლებში გამართულ რომელიმე ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა. 

რაც შეეხება ბრიუს სპრინგსტინს, ტრამპმა პირველად მიზანში სწორედ ის ამოიღო მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა მანჩესტერში გამართული კონცერტის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორუფციულ, არაკომპეტენტურ და მოღალატეობრივ მთავრობად მოიხსენია. ტრამპმა კი საპასუხოდ მას ამბიციური, უსიამოვნო სულელი უწოდა. 

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში კამალა ჰარისს მხარს კიდევ არაერთი ვარსკვლავი უჭერდა, მათ შორის ბილი აილიში, ქარდი ბი, ემინემი და სხვები. ფინანსური დოკუმენტებით არ მტკიცდება, რომ აღნიშნული აქტივობების სანაცვლოდ მათ რაიმე თანხა აქვთ მიღებული, რასაც ჰარისის კამპანიის წარმომადგენელიც უარყოფს: „ჩვენ არასდროს არც ერთი არტისტისთვის და გამომსვლელისთვის ფული არ გადაგვიხდია.”

ჰარისის მხარდაჭერისთვის თანხის მიღება უარყო ბიონსეს მხარემაც. მუსიკოსის დედამ ტინა ნოულზმა ნოემბერში სოციალურ ქსელში დაწერა: „ტყუილია, თითქოს ბიონსეს 10 მილიონი გადაუხადეს, რათა ჰიუსტონის შეკრებაზე სიტყვით გამოსულიყო. რეალურად მას ერთი ცენტიც არ მიუღია, პირიქით, საკუთარი და გუნდის ფრენის ხარჯებიც თავად დაფარა. ისინი არა მხოლოდ იტყუებიან და უპატივცემულოდ ეპყრობიან ბიონსეს სახელს, არამედ ჩვენი ვიცე-პრეზიდენტის დისკრედიტაციასაც ეწევიან. როდის უნდა შეჩერდეს ეს ტყუილები და ჭორები?”

არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჰარისი ბიონსეს კომპანიას ტეხასის ღონისძიების შემდეგ 165 000 დოლარს ურიცხავს. აღნიშნული ტრანზაქცია ფედერალურ კანონთან შესაბამისობაშია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rihanna და A$AP Rocky ფილმი Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე, 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი. ფოტო: Michael Buckner / Variety, Getty Images

კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე A$AP Rocky-სთან ერთად Rihanna-ც წარდგა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ცნობილი სიმღერის  — Look What You Made Me Do (Taylor’s Version) პრემიერა სერიალ The Handmaid’s Tale-ის ახალ ეპიზოდში შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი