50 Cent-მა AI-ით შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც აცვია მაისური წარწერით — „Free Diddy”

50 Cent კვლავ დასცინის Diddy-ს, რომლის სასამართლო პროცესის მეორე კვირა მიმდინარეობს.
50 Cent შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში. 2024 წლის 5 ივნისი.
Chip Somodevilla/Getty Images

Diddy-ს სასამართლო პროცესის მეორე კვირის პარალელურად, 50 Cent კვლავ აგრძელებს შონ კომბსის მისამართით ირონიული პოსტების გამოქვეყნებას. ამჯერად მან Instagram-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც თეთრი მაისური აცვია წარწერით “Free Diddy” და სასამართლოს შენობის წინ დგას. ფოტოსთან ერთად კი სტატიის ე.წ. სქრინშოტი ატვირთა, სადაც აღწერილია ქესის დედის, რეჯინა ვენტურას ჩვენება.  ვენტურას თქმით, Diddy-მ ქესიზე დახარჯული 20 000 დოლარი მოითხოვა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ის Kid Cudi-ს ხვდებოდა. შედეგად, კასანდრა ვენტურას მშობლებს სესხის აღება მოუწიათ.

„მას უბრალოდ უნდოდა, რომ ქესის დედას სახლის უზრუნველყოფით 20 000 დოლარის ოდენობით სესხი აეღო, რომ სექსუალური ჩანაწერები არ გაევრცელებინა. გაათავისუფლეთ Diddy! და მოიცა, ეგ კანონიერია?“ — წერს 50 Cent ფოტოს აღწერაში.

ცოტა ხნით ადრე 50 Cent-მა იხუმრა იმაზე, რომ ხალხს საათში 20 დოლარს სთავაზობენ, თუ “Free Diddy” მაისურით მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინ დადგებიან. „Diddy ხალხს მაისურის ტარებაში რომ ფულს უხდის — ეშმაკური სვლაა. 20 დოლარი საათში არც ისე ცუდია. ხვალ შეიძლება მეც ჩავიცვა ერთი საათით,“ — დაწერა მან.

შემდეგ ფოტოზე 50 Cent-ს შავი მაისური აცვია წარწერით Free Diddy. „კარგი, ახლა ვისთან გავაგზავნო ჩემი 20 დოლარის ინვოისი? თუ ვთქვით, რომ შეთანხმებაა, ესე იგი შეთანხმებაა. თუ გინდათ, ხვალ 3-დან 4 საათამდე იქ ვიქნები!“ — წერს რეპერი.

რაც შეეხება სასამართლო პროცესის სხვა დეტალებს — პროკურატურის ინფორმაციით, ამ კვირაში Kid Cudi-ც მისცემს ჩვენებას. დიდი ალბათობით, საუბარი შეეხება Diddy-ს მიერ Cudi-ს მანქანის აფეთქების მცდელობას, რომელიც, სავარაუდოდ, ქესისთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-მ კანის ფესტივალზე, ფილმ Highest 2 Lowest პრემიერის დროს ახალი სიმღერა დააანონსა

შემდეგი სტატია

ისაბელა მერსედი - ფოტო: სტივენ სიმიონე

საინტერესო ფაქტები მსახიობსა და მომღერალ ისაბელა მერსედის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი