საინტერესო ფაქტები მსახიობსა და მომღერალ ისაბელა მერსედის შესახებ

ისაბელა მერსედი არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭით, არამედ მუსიკალური ტალანტითაც არის დაჯილდოებული.
ისაბელა მერსედი - ფოტო: სტივენ სიმიონე
ისაბელა მერსედი – ფოტო: სტივენ სიმიონე

The Last of Us-ის სეზონის ფინალი ახლოვდება. პოსტ-აპოკალიფსური სერიალის პატივსაცემად Billboard-ი მეორე სეზონის ვარსკვლავს  – ისაბელა მერსედის  წარადგენს, რომელიც პარალელურად მუსიკალურ კარიერასაც მიჰყვება.

ისაბელა  შოუში მთავარ მსახიობებს – პედრო პასკალს (ჯოელ მილერი) და ბელა რემსის (ელის როლი) შეუერთდა. მეორე სეზონში იგი დინას როლს ასრულებს.

„დინა თბილი, გონიერი, ველური, მხიარული, მორალური ღირებულებების მატარებელი, საშიში და ამავდროულად საყვარელი პერსონაჟია. შეიძლება  საუკუნეები ეძებო მსახიობი, რომელიც ამ ყველაფერს ბუნებრივად ასახავს, ან უბრალოდ უნდა იპოვო ისაბელა მერსედი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ის ჩვენს ოჯახს შემოუერთდა.“ –  აღნიშნეს შოუს შემქმნელებმა, სცენარისტებმა, აღმასრულებელმა პროდიუსერებმა და რეჟისორებმა კრეიგ მაზინმა და ნილ დრაკმანმა გამოცემა Deadline-თან. 

HBO-ს ჰიტ სერიალის გარდა, ისაბელას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Transformers: The Last Knight, Sicario: Day of the Soldado და Dora and the Lost City of Gold, სადაც მსახიობი დორას როლს ასრულებს.

წარმატებული სამსახიობო კარიერის მიღმა, ისაბელა მუსიკოსიც არის. გაეცანით რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის შესახებ:

სცენური სახელი

მსახიობი ოჰაიოში, პერუელი დედის და ლუიზიანელი მამის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია ისაბელა იოლანდა მონერი. კარიერის  დასაწყისში  სცენაზე სწორედ ამ სახელით გამოდიოდა, თუმცა 2018 წელს, როცა მუსიკალური სოლო კარიერა დაიწყო,  სახელი შეიცვალა და ბებიის, იოლანდა მერსედის და პერუს კულტურის  პატივსაცემად ისაბელა მერსედი დაირქვა.

მუსიკალური კარიერა

ისაბელამ ოფიციალურად  მუსიკალური მოღვაწეობა 2019 წელს  დაიწყო და თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: სებასტიან იატრა, მეტ ჰანთერი და დანა (დანა პაოლა). მისი 2020 წლის EP The Better Half of Me ინგლისური და ესპანურენოვანი ხუთი ტრეკისგან შედგება. ჟანრობრივად მისი მუსიკა R&B სტილსაც მოიცავს და საუკეთესოდ წარმოაჩენს არტისტის ორენოვან პოპ იდენტობას. ისაბელამ ასევე ჩაწერა სიმღერები ფილმებისთვის Instant Family და Spirit Untamed და გამოსცა ორი საშობაო ტრეკი: Caliente Navidad და Cuffing Season. Billboard-ის ინფორმაციით არტისტი ახლა ახალ კომპოზიციაზე მუშაობს.

ლათინური ფესვები

ისაბელა ამაყი პერუელ-ამერიკელია, ამის დასტურია მისი სინგლის, Papi-ს ოფიციალური ვიდეო. კლიპი  პერუს ტრადიციული ცეკვის, „მარინერას“  თანამედროვე ვერსიას გადმოსცემს, სადაც მოცეკვავეები დიაბლადას  – ეშმაკის ნიღბებს ატარებენ. „პერუს კულტურის სხვადასხვა ელემენტები ჩემი მუსიკის, სამოსის, ცეკვისა და ვიდეოების ყველა ასპექტშია ასახული,“ — განაცხადა ისაბელა მერსედმა Billboard-თან საუბრისას. ის პერუში UNICEF-ის ელჩია და არაერთხელ სტუმრობდა ამაზონის რეგიონს.

The Last of Us-ის მეორე სეზონის ფინალი ეთერში 25 მაისს, HBO-ზე გავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent-მა AI-ით შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც აცვია მაისური წარწერით — „Free Diddy”

შემდეგი სტატია

როდ სტიუარტი კალიფორნიის ხანძრების დახმარების საქველმოქმედო კონცერტზე - FIREAID Benefit Concert for California Fire Relief. 2025 წლის 30 იანვარი, ფოტო: კევინ მაზური / Getty Images for FIREAID.

როდ სტიუარტს AMAs-ზე  ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი