როდ სტიუარტს AMAs-ზე  ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცემა

2025 წლის American Music Awards-ზე ბრიტანული როკის ლეგენდა სიმღერით წარდგება.
როდ სტიუარტი კალიფორნიის ხანძრების დახმარების საქველმოქმედო კონცერტზე - FIREAID Benefit Concert for California Fire Relief. 2025 წლის 30 იანვარი, ფოტო: კევინ მაზური / Getty Images for FIREAID.
როდ სტიუარტი კალიფორნიის ხანძრების დახმარების საქველმოქმედო კონცერტზე – FIREAID Benefit Concert for California Fire Relief. 2025 წლის 30 იანვარი, ფოტო: კევინ მაზური / Getty Images for FIREAID.

სერ როდ სტიუარტს 2025 წლის American Music Awards-ზე ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცემა. მუსიკოსი ამ დღეს მის კლასიკად ქცეულ სიმღერასაც შეასრულებს. ეს კი მისთვის AMAs-ის სცენაზე 2004 წლის შემდეგ პირველი გამოსვლა იქნება. ათწლეულების წინ მუსიკოსმა ლუი არმსტრონგის ლეგენდარული ბალადა What a Wonderful World შეასრულა.  ეს სიმღერა შედიოდა ალბომში Stardust: The Great American Songbook, Volume III, რომელიც Billboard 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა და გრემის ჯილდოც დაიმსახურა.

80 წლის როდ სტიუარტი ერთ-ერთია იმ მრავალ არტისტთაგან,  ვინც 50 წელს გადასცილდა და წელს  American Music Awards-ზე წარდგება.  ესენი არიან: ჯენიფერ ლოპესი (55), გვენ სტეფანი (55), ICON Award-ის მფლობელი ჯენეტ ჯექსონი (59) და გლორია ესტეფანი (67).  შოუში ასევე იღებენ მონაწილეობას არტისტები: ბენსონ ბუნი (22), რენეე რაპი (25), ლეინი უილსონი (33) და ბლეიკ შელტონი (48). ასაკობრივი სპექტრი ნათლად უსვამს ხაზს, თუ როგორ ცდილობენ ტელეპროდიუსერები მრავალფეროვანი შოუს შექმნას, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების მქონე აუდიტორისთვის იქნება გათვლილი.

AMAs-ის ღონისძიება  26 მაისს,  ლას ვეგასის Fontainebleau-ში გაიმართება. 51-ე American Music Awards პირდაპირ ეთერში CBS-ზე და სტრიმინგ პლატფორმა Paramount+–ზე გავა.

1989 წელს  როდ სტიუარტს AMAs ღონისძიება ანიტა ბეიკერთან, დები გიბსონთან და კენი როჯერსთან ერთად მიჰყავდა. არსტისტს არაერთხელ მიუღია კარიერული აღიარება, მათ შორის Brit Award-ის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის მუსიკაში (1993), World Music Awards-ის ლეგენდის ჯილდო (1993), Ivor Novello Awards-ის სპეციალური ჯილდო ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის (1999), გაერთიანებული სამეფოს მუსიკის დიდების დარბაზში შეყვანა (2006) და ASCAP Founders Award (2011).

როდ სტიუარტი ორჯერ შევიდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში – 1994 წელს,  როგორც სოლო არტისტი და  2012 წელს, როგორც  ჯგუფ Faces-ის წევრი.

„სერ როდ სტიუარტი შოუს ნამდვილი ოსტატია, მისი ენერგია დროს უსწრებს და როკ-ენ-როლის სულისკვეთებას ასახავს. AMAs-ის სცენაზე ჩვენ მის კიდევ ერთ დაუვიწყარ შესრულებას ვიხილავთ,  გვიხარია რომ მისი შეუდარებელი შემოქმედება ცხოვრებისეული მოღვაწეობის სპეციალური ჯილდოს გადაცემით უნდა აღვნიშნოთ.”  – განაცხადეს Dick Clark Productions-ის აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, ბარი ედელმანმა (EVP, ტელევიზია) და ალექსი მაზარეასმა (SVP, პროგრამირება და განვითარება) ერთობლივ განცხადებაში. 

როდ სტიუარტს აქვს  ოთხი N1 ჰიტი Billboard Hot 100-ზე, ხოლო ოთხი N1 ალბომი Billboard 200-ზე. მისი სინგლებია: Maggie May/Reason to Believe (1971), Tonight’s the Night (Gonna Be Alright) (1976–77), Do Ya Think I’m Sexy (1979) და All for Love  – ეს უკანასკნელი კოლაბორაციული კომპოზიციაა ბრაიან ადამსთან და სტინგთან ერთად (1994).  მისი N1 ალბომებია: Every Picture Tells a Story (1971), Blondes Have More Fun (1979), Stardust: The Great American Songbook, Volume III (2004) და Still the Same…Great Rock Classics of Our Time (2006).

ზაფხულში  როდ სტიუარტი ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიო ტურნეს One Last Time-ის შემდეგ ეტაპს მართავს.  არტისტის ეს ტურნე 2024 წლის 20 ყველაზე წარმატებულ გლობალურ ტურნეს შორის მოხვდა. როდ სტიუარტი ლას-ვეგასის Caesars Palace-ში  The Encore Shows 2025 წლის მაის-ივნისში და სექტემბერ-ოქტომბერშიც გამართავს.

აღსანიშნავია, რომ American Music Awards (AMAs)  მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური, გულშემატკივრების მიერ შერჩეული მუსიკალური დაჯილდოებაა. შოუს ბილეთების შეძენა Ticketmaster-ზე უკვე დაწყებულია.

დაჯილდოების მთავარი ნომინანტი კი  10 ნომინაციით კენდრიკ ლამარი გახლავთ, მას მოჰყვება Post Malone რვა ნომინაციით და ბილი აილიში და ჩაპელ როანი შვიდ-შვიდი ნომინაციით.

AMAs-ის ნომინაციები გულშემატკივრების ჩართულობის მიხედვით იქმნება, რომელიც Billboard-ის ჩარტებში, სიმღერების სტრიმინგზე, ალბომებისა და სიმღერების გაყიდვებზე, რადიოეთერზე და ტურნეების შემოსავალზეა ასახული. ეს მონაცემები Billboard-ისა და Luminate-ის მიერ არის დათვლილი და მოიცავს  2024 წლის 22 მარტიდან 2025 წლის 20 მარტამდე  პერიოდის მონაცემებს.

გულშემატკივრების ხმის მიცემა უკვე დასრულებულია, გარდა ორი კატეგორიისა, ესენია: წლის კოლაბორაცია და წლის სოციალური სიმღერა. ხმის მიცემა  AMAs-ის პირდაპირი ეთერში გასვლიდან ნახევარ საათში VoteAMAs.com-ზე დასრულდება.

უნდა ითქვას, რომ AMAs ლას-ვეგასში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან Easy Day Foundation-თან თანამშრომლობს, რომელიც ვეტერანების სამოქალაქო აქტივობებში ჩართვას უწყობს ხელს. შოუს განმავლობაში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპეციალური ეპიზოდი, რომელიც  ვეტერანების პატივსაცემად გაიმართება და  ადგილობრივი და ეროვნული ორგანიზაციების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას და დაჯილდოებას – American Music Awards  – Dick Clark Productions წარადგენს, რომელიც Penske Media Eldridge-ის მფლობელობაშია. ეს არის ერთობლივი ინდუსტრია, რომელიც Eldridge Industries-ისა და Penske Media-ს თანამშრომლობით შეიქმნა. Penske Media არის  მასმედიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც  კულტურის, შოუ-ბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროში მრავალი ბრენდის, მათ შორის Billboard-ის მფლობელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ისაბელა მერსედი - ფოტო: სტივენ სიმიონე

საინტერესო ფაქტები მსახიობსა და მომღერალ ისაბელა მერსედის შესახებ

შემდეგი სტატია

Ordinary Words/More Than Forever — ქეთათო ნერგაძემ ლაივ სესიის ვიდეოჩანაწერი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

ლუთერ ვანდროსი ფანებმა ორ კატეგორიაში გაიხსენეს: გარდა იმისა, რომ Luther-მა საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა, დოკუმენტური ფილმი Luther: Never Too Much საუკეთესო ფილმად დასახელდა.
მეტი

როდ სტიუარტი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების Lifetime Achievement Award-ის მფლობელი გახდა და ცერემონია Forever Young-ის სიმღერით დახურა

ლეგენდარული მუსიკოსი გაოცდა, როცა სცენაზე მისმა ხუთმა შვილმა წარადგინა.
მეტი