მოისმინეთ Karol G-ს ახალი სიმღერა Latina Foreva

Karol G-ს ახალი სინგლი მას შემდეგ გამოვიდა, რაც არტისტის ბალადა Milagros ლათინური პოპ სიმღერების ჰიტ-ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.
Karol G ფოტო: ალფრედ მაროკინი
Karol G ფოტო: ალფრედ მაროკინი

22 მაისს Karol G-ს ახალი სინგლი Latina Foreva ლეიბლ Bichota Records-ის მეშვეობით გამოვიდა. ეს კომპოზიცია არტისტის  2025 წლის პირველი ნამუშევარია, რომელიც  პროდიუსერებმა მაზარიმ და მისამ შექმნეს. ტექსტზე Karol G-მ და დანიელა აპონტემ იმუშავეს. სიმღერა 2000-იანი წლების რეგეტონისა და  პოპ ჟღერადობით ხასიათდება, რომელიც   Karol G-ს სახასიათო ენერგიული რიტმით გამოირჩევა.  

კონცეპტუალური ვიდეოკლიპი პედრო არტოლას რეჟისორობით შეიქმნა, კლიპი კალიფორნიის თოვლიან მთებშია გადაღებული და კოლუმბიელი არტისტის ენერგიას გადმოსცემს, რითაც ლათინო ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

Karol G-მ სიმღერა პირველად 21 მაისს ინსტაგრამზე საკმაოდ თამამი ფოტოთი დააანონსა: „ახალი სინგლი, ახალი ერა,“ – დაწერა არტისტმა ფოტოს აღწერაში.

„სიმღერა Karol G-ს მუსიკალურ ფესვებთან ერთად არტისტის განვითარებასა და ტრანსფორმაციას ეხმიანება, რომელიც დინამიკურ ახალ ეტაპზე მიანიშნებს.” – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. 

Latina Foreva – Karol G-ს ბალადის, Milagros-ის შემდეგ გამოვიდა, ეს უკანასკნელი კი Netflix-ის დოკუმენტური ფილმის, Tomorrow Was Beautiful-ის საუნდტრეკია. Milagros – Billboard-ის Hot Latin Pop Songs ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. 

ნახეთ  Karol G-ს ვიდეოკლიპი სიმღერისთვის Latina Foreva:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kordz ნანი ბრეგვაძესთან მუსიკალურ კოლაბორაციას აანონსებს

შემდეგი სტატია

Ye აცხადებს, რომ ანტისემიტიზს წარსულში ტოვებს: „მაპატიეთ ის ტკივილი, რაც მოგაყენეთ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი