Ye აცხადებს, რომ ანტისემიტიზს წარსულში ტოვებს: „მაპატიეთ ის ტკივილი, რაც მოგაყენეთ”

„მიყვარს ყველა ადამიანი,“ – წერს რეპერი X-ზე.
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

Ye-მ (კანიე უესტი) განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ანტისემიტიზმის პერიოდი დასრულდა. როგორც რეპერმა 22 მაისს სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, მას შემდეგ, რაც შვილებთან FaceTime-ით ისაუბრა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაეწყო და ანტისემიტიზმთან დაკავშირებული წარსულისთვის წერტილი დაესვა.

„დავასრულე ანტისემიტიზმი. მიყვარს ყველა ადამიანი. ღმერთო, მაპატიე იმ ტკივილისთვის, რაც სხვებს მივაყენე. მეც ვპატიობ ყველას, ვინც მატკინა. მადლობა ღმერთს,” – წერს კანიე უესტი.

Ye ბოლო დროს საჯაროდ საუბრობდა შვილების მონახულების უფლებაზე და როგორც ჩანს, მათთან ვიდეოზარის მეშვეობით საუბარმა შთააგონა. „უბრალოდ FaceTime-ზე ბავშვები ვნახე და ისევ გადავწყვიტე, რომ მსოფლიო უნდა გადავარჩინო. გავავრცელოთ მშვიდობა. გავავრცელოთ სიყვარული,” – წერია რეპერის პოსტში.

მიუხედავად უესტის მტკიცებისა, რომ ანტისემიტიზმს ემშვიდობება, ორგანიზაცია ADL, რომელმაც რეპერი სიძულვილის ენისთვის არაერთხელ გააკრიტიკა, მის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. „ბოდიში, მაგრამ ამას არ წამოვეგებით,“ – განუცხადა ADL-ის წარმომადგენელმა Billboard-ს. „ასეთი ბოდიში კანიეს არაერთხელ მოუხდია და შემდეგ ისევ უწინდელი ქმედებები გაუგრძელებია. იმ ფონზე, როცა ებრაული საზოგადოება გლოვობს კიდევ ერთი საზარელი ანტისემიტური თავდასხმის შედეგად მუზეუმთან მოკლულ ორ ადამიანს, ეს პოსტები ვერაფერს უშველის იმ ზიანს, რაც მან ანტისემიტური განცხადებებით უკვე გამოიწვია.“

2022 წლის ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე Ye-ს შავი პერანგი ეცვა წარწერით White Lives Matter (თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია), ხოლო რამდენიმე დღეში ანტისემიტური განცხადებაც გაავრცელა. ამის შემდეგ, Adidas-მა, Balenciaga-მ, Universal Music Group-მა, Gap-მა და სხვა კომპანიებმა მასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეს.

2023 წლის ბოლოს უესტმა ებრაულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მათ ენაზე დაწერილი პოსტით. თუმცა 2025 წელს კვლავ არაერთხელ გაავრცელა ანტისემიტური განცხადებები. Ye-მ სოციალურ ქსელში ჰიტლერის საქებარი პოსტები და ებრაული საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით სავსე განცხადებებიც გამოაქვეყნა. 2025 წლის თებერვალში კი საკუთარი ვებსაიტით გაყიდვაში გაუშვა მაისური სვასტიკის გამოსახულებით, რის გამოც ორგანიზაცია ADL-მა ის მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამგვარ ქცევას გამართლება არ აქვს.

ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მარტში რეპერმა დაწერა: „მიყვარს ჰიტლერი, მე ნაცისტი ვარ.“ მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სინამდვილეში ნაცისტი არ არის და ახლა ანტისემიტიზმსაც ემშვიდობება — თუმცა მისი უახლესი ქმედებები არტისტის ნათქვამთან თანხვედრაში არ არის.

მაისის დასაწყისში Ye-მ სცადა, გამოეშვა სიმღერა სახელწოდებით Heil Hitler, თუმცა განაცხადა, რომ ტრეკი ყველა სტრიმინგ-პლატფორმაზე აიკრძალა. „Heil Hitler ყველა ციფრული პლატფორმიდან აიკრძალა. პარალელურად კი Randy Newman-ის Rednecks თავისუფლად ისმინება,” – დაწერა უესტმა X-ზე და ციფრული დისტრიბუციის არხები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

მოგვიანებით Ye-მ გამოუშვა ახალი ტრეკი Alive, რომელშიც YoungBoy Never Broke Again მონაწილეობს. თუმცა, როგორც Playboi Carti-მ დაწერა, Ye-მ ამ ტრეკში ავტორიზაციის გარეშე გამოიყენა ნამუშევარი. მოგვიანებით Playboi Carti-მ ეს პოსტი წაშალა.

გაუქმდა სამხრეთ კორეაში დაგეგმილი Ye-ს კონცერტიც, რომელიც 31 მაისს უნდა გამართულიყო. კონცერტის გაუქმების მიზეზად ბოლო პერიოდში არტისტის ირგვლივ აგორებული სკანდალები დასახელდა.

იხილეთ კანიე უესტის პოსტები X-ზე, სადაც ის აცხადებს, რომ ანტისემიტიზმს წარსულში ტოვებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Karol G ფოტო: ალფრედ მაროკინი

მოისმინეთ Karol G-ს ახალი სიმღერა Latina Foreva

შემდეგი სტატია

მურმან წულაძე - მუსიკოსი

მურმან წულაძის სადებიუტო ალბომი $haba$h

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი