მურმან წულაძის სადებიუტო ალბომი $haba$h

„ეს ალბომი რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებაა და ძალიან პირადულია. რადგან პირველი ალბომია, მინდოდა იმის მოყოლა დამეწყო, თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ.”
მურმან წულაძე - მუსიკოსი
მურმან წულაძე – მუსიკოსი – ფოტო: მურმან წულაძე

23 მაისს ქართველმა არტისტმა მურმან წულაძემ სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით $haba$h გამოაქვეყნა. ალბომი 9 სიმღერას და ბონუს კომპოზიციას აერთიანებს და როგორც თავად არტისტი ამბობს, ის ერთგვარად მისი მუსიკალური ავტობიოგრაფიაა.

ალბომი იწყება კომპოზიციით “გურია”, რაც მუსიკოსისთვის სიმბოლურად სახლის განცდას ატარებს. მუსიკალური მოგზაურობა ბელგიაში გრძელდება – ქვეყანაში, სადაც პროექტი „მურმან წულაძე“ დაიბადა და განვითარდა. 

მურმან წულაძე – მუსიკოსი

„ეს ალბომი რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებაა, რომელიც ძალიან პირადულია. რადგან პირველი ალბომია, მინდოდა იმის მოყოლა, თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. $haba$h – თითქოს ჩემი თავის პრეზენტაციაა. ალბომი გურიაზე დაწერილი კომპოზიციით იწყება,  იმიტომ რომ იქ თავს მართლა სახლში ვგრძნობ. მერე მოსდევს ბელგია –  პროექტი „მურმან წულაძე“ ბრიუსელში დაიბადა. სიმღერაში –  ARA ფრანგულად ვამბობ:

 “იმედია, იქ კიდევ დავბრუნდები,

რომ ჩემი ღვინო დავლიო.

იმედია იქ დავბრუნდები, სანამ ყველაფერი დაიწვება.” 

როგორც არტისტი განმარტავს, ტექსტში გამოყენებული ფრაზები მეტაფორულია და ალბომის ერთ-ერთი ძირითადი თემაც სწორედ წარსულსა და მომავალს შორის ბალანსის ძიებაა.

მუსიკოსის ინსპირაციები მრავალფეროვანია: ბავშვობისდროინდელი პიანინო, კასეტებზე ჩაწერილი ძველი მელოდიები და ხეტიალი ევროპაში. ალბომის დემო ვერსიები სხვადასხვა ადგილას შეიქმნა: კომპოზიციები Money და Sans dormir საფრანგეთის სამხრეთში, ბიარიცში ჩაიწერა, სადაც მურმან წულაძე ფრანგულ ჯგუფ La Femme-ის გიტარისტთან, საშასთან თანამშრომლობდა. ალბომის ბოლო ტრეკი – shape by society არტისტის ანტი-კონფორმისტულ პოზიციას გამოხატავს, რომელიც  სისტემასთან მიმართებაში წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

„ბავშვობაში შემაყვარეს სუფრასთან პიანინოზე დაკვრა, კასეტის ჩანაწერები (Gelodi)… ამასობაში აქეთ-იქით ვბოდიალობდი და ვხვდებოდი საინტერესო ხალხს… თან ერთ რამეს ვერ გაექცევი – ფულზე ფიქრს. ალბომს სიმღერა  shape by society-ით ვამთავრებ,  არ მიყვარს როცა მაფორმატებენ… და მიყვარს ისეთი ხალხი, ვისაც სისტემაში არ სვამენ.

ამ ალბომის დემო ვერსიები ბევრ განსხვავებულ ადგილას დავწერე. მაგალითად: სიმღერები Money და Sans dormir  ბიარიცში, სამხრეთ საფრანგეთში, საშასთან, la femme-ის გიტარისტთან ჩაიწერა. „ჩაკეტეს გზების“ წერაც იქ დავიწყე,  Ruisbroek c’est LA რა თქმა უნდა, რუისბრუქში. ალბომში არის რამდენიმე კოლაბორაცია, რომლებისთვისაც აქეთ-იქით ვირბინე. რუსთავშიც კი ჩავწერე რაღაცები. თანდათან ვმიქსავდით და არანჟირებას ვუკეთებდით მე და ჩემი ხმის ინჟინერი Kevin heuze. სამუშაო პროცესი პარიზში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.“ – ამბობს არტისტი „ბილბორდ საქართველოსთან“  საუბრისას.

მოისმინეთ მურმან წულაძის ავტობიოგრაფიული სადებიუტო ალბომი – $haba$h:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ye აცხადებს, რომ ანტისემიტიზს წარსულში ტოვებს: „მაპატიეთ ის ტკივილი, რაც მოგაყენეთ”

შემდეგი სტატია

ევროვიზიის გამარჯვებულს სურს, რომ 2026 წლის კონკურსზე ისრაელი არ დაუშვან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი