Tbilisi Open Air 2025 დასრულდა

ფესტივალის განსაკუთრებული სანახაობა სუხიშვილების ქორეოგრაფიული წარმოდგენა იყო, რომელსაც მთავარი სცენა დაეთმო. მათ ხორუმი შეასრულეს, რის შემდეგაც ნიკა კოჩაროვთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი იმღერეს.
Kordz, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე Tbilisi Open Air 2025-ზე.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

25 მაისს Tbilisi Open Air 2025 დაიხურა. ფესტივალი 24 მაისს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. წლევანდელი ლაინაფი სრულად ქართველი არტისტებით იყო დაკომპლექტებული, რაც უკავშირდებოდა ფესტივალის ერთ-ერთ იდეას – ქართველი არტისტებისადმი  სოლიდარობასა და მხარდაჭერას.

Tbilisi Open Air 2025-ის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალურ კოლაბორაციებზე გაკეთდა. მთავარი სცენის პროგრამაში თანამედროვე ბენდებთან ერთად მოწვეული იყვნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: მერაბ სეფაშვილი, ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ფესტივალის დასკვნით საღამოს, 25 მაისს, მსმენელის წინაშე მთავარ სცენაზე წარდგნენ: MECHANICAL RAINBOW, KORDZ და ნანი ბრეგვაძე, მწვანე ოთახი და გიული ჩოხელი, პაატა ბურჭულაძე, LOUDSPEAKERS, ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე, ლუკა გოჩიაშვილი & MUSHONE, ხატია ქორიძე, KILLAGES, KOA & TAHA, SOFTEJECT SYSTEM, გამოუვალი მდგომარეობა, WILL KOLAK, PSYCHONAUT 4, TAPE VISITORS.

ფესტივალის განსაკუთრებული სანახაობა სუხიშვილების ქორეოგრაფიული წარმოდგენა იყო, რომელსაც მთავარი სცენა დაეთმო. მათ ხორუმი

შეასრულეს, რის შემდეგაც ნიკა კოჩაროვთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი იმღერეს.

როგორც ფესტივალის მედიამენეჯერმა სოფო ებრალიძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, წლევანდელი Tbilisi Open Air-ის მთავარი გზავნილი სოლიდარობა იყო: „სოლიდარობა ქართველ არტისტებს, მედიას, რეჟიმის პატიმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სისტემის მხრიდან ჩაგვრას განიცდის.“

ორგანიზატორების თქმით, მხოლოდ ქართველ არტისტებზე ორიენტირებული ლაინაფის იდეა იმ რეალობას პასუხობს, რომ ადგილობრივ მუსიკოსებს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სხვადასხვა პროფკავშირს გადაეცემა.

Tbilisi Open Air 2025 მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა. ფესტივალი 2026 წელს ახალი ჰედლაინერებით დაბრუნდება.

იხილეთ ფოტოები:

გიული ჩოხელი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Softeject System
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
გამოუვალი მდგომარეობა
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
მწვანე ოთახი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Tbilisi Open Air 2025
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ნიკა კოჩაროვი, აჩიკო გულედანი და ილიკო სუხიშვილი Tbilisi Open Air 2025-ზე.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
“სუხიშვილები”
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ბექა გოჩიაშვილი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Mushone
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ხატია ქორიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ლუკა თოფურია
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA American Music Awards-ის დაჯილდოებაზე 2025 წლის 16 მაისი ROBYN BECK/AFP via Getty Images

ნახეთ 2025 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია

შემდეგი სტატია

რიკ დერინჯერი, 1997 წლის 23 ივლისი, ოკლენდის სტადიონი ფოტო: ედ პარლსტინი/Redferns/Getty Images

ლეგენდარული გიტარისტი რიკ დერინჯერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩვენ ახლახან რეკორდი მოვხსენით” – კანიე უესტის განცხადებით, სტამბოლში მის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო

სტამბოლის კონცერტი უესტის პირველი ევროპული ტურნეს გამხსნელი შოუა ბოლო 11 წლის განმავლობაში.
მეტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მეტი

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი