ლეგენდარული გიტარისტი რიკ დერინჯერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰიტის Rock and Roll, Hoochie Koo-ს შემსრულებელი და მუსიკოსი 27 მაისს ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა.
რიკ დერინჯერი, 1997 წლის 23 ივლისი, ოკლენდის სტადიონი ფოტო: ედ პარლსტინი/Redferns/Getty Images
რიკ დერინჯერი, 1997 წლის 23 ივლისი, ოკლენდის სტადიონი ფოტო: ედ პარლსტინი/Redferns/Getty Images

როკის ლეგენდარული გიტარისტი რიკ დერინჯერი 27 მაისს, ოჯახის გარემოცვაში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუქზე ტონი უილსონი ავრცელებს. 

„დერინჯერის მემკვიდრეობა მუსიკის ფარგლებს სცდება, იგი ათწლეულების განმავლობაში  გულშემატკივრებს ერთმანეთთან ენერგიითა და გამორჩეული ნიჭით აკავშირებდა. მისი გარდაცვალება მუსიკალურ სამყაროში დიდ სიცარიელეს დატოვებს, ძალიან მოგვენატრება მის გულშემატკივრებს, კოლეგებსა და საყვარელ ადამიანებს. ” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება, გამოცემა Variety-ს ცნობით, რიკ დერინჯერს ბოლო თვეებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 

დერინჯერის, როგორც გიტარისტის, მომღერლის, კომპოზიტორისა და პროდიუსერის კარიერა ექვს ათეულ წელს მოიცავს. მუსიკოსმა  პირველ წარმატებას ჯგუფ The McCoys-თან ერთად მიაღწია, აღსანიშნავია  მათი 1965 წლის ჰიტი Hang On Sloopy. კარიერის განმავლობაში დერინჯერმა არაერთ ცნობილ არტისტთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან: სინდი ლოპერი, ბარბრა სტრეიზანდი, ელის კუპერი, KISS და Weird Al Yankovic.

მუსიკოსის ოთხი ალბომი მოხვდა Billboard 200-ის ჩარტში: 1974 წლის All American Boy 25-ე ადგილზე გავიდა, Spring Fever და The Edgar Winter Group with Rick Derringer (1975) და 1977 წელს – Derringer Live. დერინჯერის ერთ-ერთი ალბომი, Free Ride (2002), Jazz Albums ჩარტშიც შევიდა.

რიკ დერინჯერის მუსიკალურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი სიმღერა: Rock and Roll, Hoochie Koo და Real American. პირველი სიმღერა 1974 წელს Billboard Hot 100-ზე 23-ე ადგილს იკავებდა, რაც მუსიკოსის კარიერაში საუკეთესო  პოზიცია იყო. Real American კი ფართოდ არის ცნობილი, როგორც პროფესიონალი მოჭიდავის, ჰალკ ჰოგანის თემატური სიმღერა.

აღსანიშნავია, რომ Real American ბარაკ ობამას, ჰილარი კლინტონისა და მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიებშიც აქტიურად გამოიყენებოდა. 2017 წელს დერინჯერი ამ სიმღერის ახალ ვერსიაზე მუშაობდა, მუსიკოსს სურდა, კომპოზიცია პოლიტიკისგან დაეცალა და ეროვნული ერთობისთვის გაესვა ხაზი.  –  ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მენეჯერმა და ბენდის დრამერმა, კენ მოუტენოტმა გაავრცელა.

რიკ დერინჯერი აქტიურად წერდა მუსიკას 2022 წლამდეც. ამავე წელს გამოვიდა მისი ახალი სიმღერა Let It Be the Blues, რომელსაც წინ უძღოდა 2018 წლის ქავერი აიმი ციმერმანის კომპოზიციაზე Always Be Your Mom სადაც მუსიკოსმა დუეტი მეუღლესთან, ჯენდასთან ერთად შეასრულა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2025 დასრულდა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში თბილისში კონცერტს ჰაუსის დედოფალი Robin S გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში" რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
მეტი