ტომ იორკმა Apple TV+-ის სერიალისთვის შექმნილი სიმღერა გამოსცა 

„მე მას მივეცი მთავარი კონცეფცია და მან შექმნა სიმღერა, რომელიც იდეალურად განასახიერებს შოუს,” – ამბობს Smoke-ის ავტორი და პროდიუსერი დენის ლეინი.
ტომ იორკი
Steve Tanner

Radiohead-ის სოლისტმა ტომ იორკმა ახალი სიმღერა გამოაქვეყნა. Dialing In ამავდროულად Apple TV+-ის მომავალი სერიალის, Smoke-ის მუსიკალური თემაა. 

28 მაისს გამოსული სიმღერა ბნელ და პირქუშ ატმოსფეროს ქმნის, რომელსაც იორკის სავიზიტო ვოკალი გასდევს თან.

მუსიკოსის გულმხურვალე ფანებისთვის Dialing In სრულიად ახალ გამოცდილებას არ წარმოადგენს, რადგან მისი სათავეები იორკის გამოუცემელ სიმღერა Gawpers-ში გვხვდება. კომპოზიცია Radiohead-ის სოლისტმა 2019 წელს, ევროპული ტურნეს დროს შეასრულა. მას შემდეგ კი სიმღერა განვითარდა და საბოლოოდ Dialing In-ის სახე მიიღო.

სიმღერის გამოცემა იორკმა სოციალურ ქსელში დააანონსა. კრედიტები მიხედვით, ბექ-ვოკალში მისი ქალიშვილი აგნესიც მღერის. 

„ტომ იორკთან ერთად მუშაობა ისეთივე პატივი იყო ჩემთვის, როგორც კლინტ ისტვუდთან, მარტინ სკორსეზესა თუ რიჩარდ პრაისთან,” – თქვა დენის ლეინმა, Smoke-ის ავტორმა და პროდიუსერმა. „როგორც ჩანს, დალოცვილი ვარ ცოცხალ ლეგენდებთან მუშაობის შესაძლებლობით, რომლებმაც განმსაზღვრელი გავლენა იქონიეს ჩემს საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაზე. ტომი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. მე მას მივეცი მთავარი კონცეფცია და მან შექმნა სიმღერა, რომელიც იდეალურად განასახიერებს შოუს.”

Dialing In ამ თვეში მუსიკოსის ერთადერთი ახალი რელიზი არ არის. 9 მაისს ტომ იორკმა მარკ პრიჩარდთან ერთად ალბომი Tall Tales გამოსცა. 

„კარანტინის პერიოდში მარკმა MP3 ფაილების დიდი მოცულობა გამომიგზავნა,” – ამბობდა იორკი. „იქ იმდენი შესანიშნავი რამ იყო, მაშინვე მივხვდი, რომ თავი უნდა დამენებებინა, რასაც იმ მომენტში ვაკეთებდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ ადგილას აქამდე არასდროს ვყოფილვარ –  მაშინ, როცა ყურსასმენებს ვიკეთებდი და ვოკალისა და სიტყვების პოვნას ვცდილობდი და მაშინაც, როცა ჯონათანი სრულიად სპონტანურად გამომეხმაურა თავისი ვიდეოების იდეებით. იღბლიანი ვარ, რომ ამ ყველაფერში მივიღე მონაწილეობა. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა საბოლოო შედეგი. Tall Tales ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმედი მაქვს, ხალხი ამას მიხვდება.”

მოუსმინეთ სიმღერას Dialing In:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რა მოხდა შვედეთის სამეფო ღონისძიებაზე, სადაც ჰერბი ჰენკოკი, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი დააჯილდოვეს 

შემდეგი სტატია

„რაუმი” – ორი მხატვრის მიერ შექმნილი ხელოვანების გადაკვეთის ადგილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი