სელენა გომესი ტეილორ სვიფტს მუსიკაზე საავტორო უფლებების დაბრუნებას ულოცავს

„შენ ეს შეძელი, ტეი!!!” – დაწერა გომესმა.
სელენა გომესი და ტეილორ სვიფტი
Christopher Polk

სელენა გომესი დიდი ხნის მეგობარ ტეილორ სვიფტს ბოლო მიღწევას ულოცავს. 30 მაისს გომესმა სვიფტს მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც სუპერვარსკვლავმა გაამხილა, რომ მან ოფიციალურად შეისყიდა და დაიბრუნა საავტორო უფლებები თავის პირველ ექვს ალბომზე. 

„შენ ეს შეძელი, ტეი!!!” – დაწერა გომესმა ინსტაგრამზე. „ძალიან ვამაყობ!”

საავტორო უფლებების დაბრუნების შესახებ სვიფტმა განცხადება იმავე დღის დასაწყისში გააკეთა. მომღერალმა სოციალურ ქსელში თავის პირველ ექვს ალბომთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს ემოციური წერილით მიმართა:

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. ჩემმა ფანებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის – იმდენად, რომ ოთხი მათგანი საგულდაგულოდ ხელახლა ჩავწერე, ტეილორის ვერსია დავარქვი და გამოვეცი.

ის მხარდაჭერა, რაც თქვენ ამ ალბომების მიმართ გამოიჩინეთ და ის წარმატება, რაც „ერას ტურს” მოუტანეთ, მიზეზია, რის გამოც მე ჩემი მუსიკის დაბრუნება შევძელი. საკმარისად ვერ გადაგიხდით მადლობას იმისთვის, რომ სწორედ თქვენი დახმარებით შევძელი ჩემი შემოქმედების დაბრუნება, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ მე არ მეკუთვნოდა.”

როგორც წყარო „ბილბორდთან” საუბარში აღნიშნავს, სვიფტმა საკუთარ ალბომებზე საავტორო უფლება კერძო კომპანია Shamrock Capital-ისგან 360 მილიონ დოლარად გამოისყიდა.

გომესისა და სვიფტის მეგობრობა ორ დეკადას ითვლის. მომღერლები პირველად ერთმანეთს 2008 წელს Jonas Brothers-ის მეშვეობით შეხვდნენ. სვიფტი მაშინ ჯოს ხვდებოდა, გომესი კი – ნიკს. მას შემდეგ პოპვარსკვლავებს ახლო მეგობრობა აკავშირებთ და მუდმივად მხარს უჭერენ ერთმანეთს პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის წარმატებულ და რთულ მომენტებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga iHeartRadio Music Awards-ის ღონისძიებაზე, 2025 წლის 17 მარტი. ფოტო: კევინ მაზური /Getty Images

სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონში Lady Gaga-ს მონაწილეობა დადასტურდა

შემდეგი სტატია

Aine Merme - Writing a Love Song is Brave

Aine Merme-ს ახალი სინგლი Writing a Love Song is Brave 6 ივნისს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი