სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონში Lady Gaga-ს მონაწილეობა დადასტურდა

31 მაისს Netflix-მა Lady Gaga ლოს ანჯელესში, გულშემატკივრების ღონისძიებაზე მიიწვია.
Lady Gaga iHeartRadio Music Awards-ის ღონისძიებაზე, 2025 წლის 17 მარტი. ფოტო: კევინ მაზური /Getty Images
Lady Gaga iHeartRadio Music Awards-ის ღონისძიებაზე, 2025 წლის 17 მარტი. ფოტო: კევინ მაზური /Getty Images

Netflix-მა დაადასტურა, რომ Lady Gaga პოპულარული სერიალის Wednesday-ს მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას, სადაც  Wednesday-ადამსის როლს ჯენა ორტეგა თამაშობს. “სერიალში Lady Gaga მისტიკური როზალინ როტვუდის როლს ასრულებს, Nevermore-ის ლეგენდარულ მასწავლებელს, რომელიც Wednesday-სთან გადაიკვეთება.”  – აღნიშნულია Netflix.com-ის განცხადებაში. 

როგორც The Hollywood Reporter იუწყება, “სტრიმინგ სერვისმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ Lady Gaga  მეორე სეზონში იღებს მონაწილეობას. გულშემატკივრების ღონისძიება ლოს ანჯელესში 31 მაისს ჩატარდა. 

Lady Gaga-მ აღნიშნულ ღონისძიებაზე Wednesday-ს თემატური ნომერი შეასრულა. პოპ-ვარსკვლავმა სიმღერები Zombieboy და Abracadabra იმღერა. 

Lady Gaga-ს სერიალ Wednesday-ს გარდა მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში:  Joker: Folie à Deux, A Star Is Born და House of Gucci, ასევე მონაწილეობდა FX-ის სერიალების American Horror Story-ს ორ სეზონში.  Lady Gaga-მ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი მიიღო, 2019 წელს კი წარდგენილი იყო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაზე ფილმიდან A Star Is Born.

ნახეთ სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონის თრეილერი, რომელიც 6 აგვისტოდან დაიწყება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისი პიანო ფესტი 2025 იწყება

შემდეგი სტატია

სელენა გომესი ტეილორ სვიფტს მუსიკაზე საავტორო უფლებების დაბრუნებას ულოცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი