ჯენიფერ ლოპესი ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს – ნახეთ პირველი ტრეილერი

ფილმის პრემიერა შეერთებული შტატების კინოთეატრებში 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ჯენიფერ ლოპესი
Kiss Of The Spider Woman

ჯენიფერ ლოპესი ფილმ Kiss of the Spider Woman-ში მთავარ როლს ასრულებს. ვარსკვლავმა ფილმის  პირველი თიზერი 5 ივნისს გააზიარა.

ვიდეოში ლოპესი ინგრიდ ლუნას, ჰოლივუდის კალსიკური პერიოდის მსახიობს განასახიერებს. ფილმი გვიყვება ორ პატიმარზე, ლუნასა და ტონატიუჰზე, რომლებიც არგენტინის ე.წ. “ბინძური ომის”  დროს ციხეში აღმოჩნდებიან. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი მეორეს საკანში ძველი ჰოლივუდური ფილმების შთამბეჭდავ სცენებს უყვება და შემდეგ ორივე ამ სცენებს წარმოსახვაში აცოცხლებენ. ლუნასა და ტონატიუჰის გმირები ცდილობენ, მძიმე რეალობის ფონზე ერთმანეთს დაუახლოვდნენ და იხსენებენ სამყაროს, რომელიც ციხის კედლებს მიღმაა.  თიზერი ასევე გვთავაზობს ლოპესის სხვადასხვა მუსიკალური ნომრების ფრაგმენტებს.

ფილმის რეჟისორი ბილ კონდონია. Kiss of the Spider Woman 1993 წლის ბროდვეის მიუზიკლის ეკრანული ადაპტაციაა. მიუზიკლი შექმნილია ტერენს მაკნელის, ჯონ კანდერისა და ფრედ ების მიერ და ეფუძნება არგენტინელი მწერლის, მანუელ პუიგის 1976 წლის ამავე სახელწოდების რომანს.

ფილმის პრემიერა შეერთებული შტატების კინოთეატრებში 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

ნახეთ ფილმის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონამ ფანებს თავისი ალტერ ეგო წარუდგინა: „გაიცანით ჩემი მეორე ნახევარი”

შემდეგი სტატია

50 წლის იუბილესთან დაკავშირებით Talking Heads-მა ჯგუფის პირველ ჰიტზე გადაღებული ვიდეო გამოუშვა, რომელშიც სირშა რონანი მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი