50 წლის იუბილესთან დაკავშირებით Talking Heads-მა ჯგუფის პირველ ჰიტზე გადაღებული ვიდეო გამოუშვა, რომელშიც სირშა რონანი მონაწილეობს

ვიდეოს პარალელურად, Talking Heads-მა ასევე დააანონსა თავისი მეორე ალბომის, More Songs About Buildings and Food-ის ე.წ. სუპერ დელუქს გამოცემა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით 25 ივლისს გამოვა.
Talking Heads – Psycho Killer

Talking Heads-ის პირველი ცოცხალი გამოსვლიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ ბენდმა ოფიციალური ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც გადაღებულია ჯგუფის  პირველ ჰიტზე – Psycho Killer.

ვიდეოს პრემიერა ხუთშაბათს, 6 ივნისს შედგა. კლიპი ჯგუფის სადებიუტო კონცერტის ოქროს იუბილეს ეძღვნება, რომელიც ლეგენდარულ ნიუ-იორკის კლუბ CBGB-ში გაიმართა. მაშინ ჯგუფი Ramones-ის კონცერტის გამხსნელ აქტს ასრულებდა. ბენდმა სულ 9 სიმღერა შეასრულა, მათ შორის Psycho Killer, რომელიც მოგვიანებით, 1977 წლის დეკემბერში, სინგლის სახით გამოიცა.

სინგლი შესულია Talking Heads-ის სადებიუტო ალბომში – Talking Heads: 77. სიმღერა ჯგუფის პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100 ჩარტში დაიმკვიდრა ადგილი – სიმღერა 1978 წლის დასაწყისში 92-ე პოზიციაზე მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ Psycho Killer დიდი ხანია, ცნობილია, მას დღემდე არ ჰქონია ოფიციალური ვიდეო. მაიკ მილსის რეჟისორობით გადაღებული ახალი კლიპი პირველად გვთავაზობს ჩანაწერის ვიზუალურ ვერსიას, რომელშიც ოსკარის ნომინანტი მსახიობი სირშა რონანი თამაშობს. „ეს ვიდეო სიმღერას უკეთესს ხდის,” – წერია ჯგუფი განცხადებაში. 

ვიდეოს პარალელურად Talking Heads-მა ასევე დააანონსა თავისი მეორე ალბომის, More Songs About Buildings and Food-ის ე.წ. სუპერ დელუქს გამოცემა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით 25 ივლისს გამოვა.

ჯგუფი Talking Heads 1975 წლიდან 1991 წლამდე იყო აქტიური და ამ 16 წლის განმავლობაში 8 სტუდიური ალბომი გამოსცა. მათგან ყველაზე წარმატებული იყო 1983 წლის Speaking in Tongues, რომელიც Billboard 200-ში მე-15 ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება სინგლებს, Burning Down the House მათი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა და  Hot 100-ში მე-9 ადგილი დაიკავა.

ჯგუფი ოფიციალურად 1991 წელს დაიშალა, თუმცა მათი ბოლო კონცერტები 1984 წლის მერე აღარ ჩატარებულა. მოგვიანებით, 2002 წელს, ბენდი მხოლოდ ერთი საღამოსთვის კიდევ ერთხელ გაერთიანდა. Talking Heads როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე წარდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის დაშლის მიზეზი წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, თუმცა 2023 წელს დევიდ ბერნი, კრის ფრანცი, ტინა უეიმუთი და ჯერი ჰარისონი 2002 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მათი საკონცერტო ფილმის Stop Making Sense აღდგენილი ვერსიის პრემიერა შედგა.

მიუხედავად კლიპის გამოშვებისა, ბენდის ცოცხალ სცენაზე დაბრუნების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. ცნობილია, რომ ჯგუფმა 2023 წლის ბოლოს უარი თქვა 80 მილიონი დოლარის შეთავაზებაზე, რომელიც რამდენიმე პერფორმანსს ითვალისწინებდა.

იხილეთ Talking Heads-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – Psycho Killer. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს – ნახეთ პირველი ტრეილერი

შემდეგი სტატია

ნატალია ოსიპოვა

ფესტივალ „თბილისი  რიტმის” ფარგლებში ცნობილი ბალერინას, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი