მრავალწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ მერაია ქერი სიმღერით Type Dangerous ბრუნდება

სიმღერა, რომელიც 6 ივნისს გამოვიდა, მომღერლის ახალ მუსიკალური ერას აანონსებს.
მერაია ქერი 2024 წლის 19 ნოემბერი, საშობაო ღონისძიება ჰიუსტონში ტოიოტა ცენტრში: ფოტო: კარენ უარენი / Getty Images
მერაია ქერი 2024 წლის 19 ნოემბერი, საშობაო ღონისძიება ჰიუსტონში ტოიოტა ცენტრში: ფოტო: კარენ უარენი / Getty Images

მერაია ქერის სიმღერა Type Dangerous  მუსიკალურ პლატფორმებზე რამდენიმედღიანი თიზერების შემდეგ გამოჩნდა, რომელიც მომღერალმა გულშემატკივრებს სოციალურ მედიაში გაუზიარა. თავდაპირველად მერაია ქერიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მანქანაში იდუმალ ტრეკს სახელწოდებით T:D_MC16.mp3.-ს უსმენს. იმავე კლიპში  ჩანს მანქანის სანომრე ნიშნები – MC16,  რამაც გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოსვლაზე დააფიქრა. 

გარკვეული მუსიკალური პაუზის შემდეგ Type Dangerous მერაია ქერისთვის  პირველი სრულფასოვანი სინგლია.  მანამდე, 2018 წელს, ხუთგზის გრემის მფლობელმა ალბომი Caution  გამოსცა, მის დისკოგრაფიაში ეს მე-15 ალბომია და ის Billboard 200-ის ხუთეულში მოხვდა.

გასული წლები მომღერალმა ყოველწლიური უდიდესი ჰიტის, All I Want for Christmas Is You-ს პრომო კამპანიებში გაატარა. The Emancipation of Mimi-ს 20 წლის იუბილე  მერაია ქერიმ ორდისკიანი სპეციალური გამოცემით აღნიშნა, რომელიც რემიქსებს, ბონუს ტრეკებს, რადიო ვერსიებსა და აკაპელა ჩანაწერებს მოიცავს.

მოისმინეთ მერაია ქერის სიმღერა – Type Dangerous:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„შორენა, ნათია, მზია” – სტეფანე ახალ ჰიტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

მადონამ ფანებს თავისი ალტერ ეგო წარუდგინა: „გაიცანით ჩემი მეორე ნახევარი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი