Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ის ვიდეოს YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა აქვს

1991 წლის ლეგენდარულ ვიდეოს მილიარდი ნახვა უკვე 2019 წელს ჰქონდა.
Nirvana, Smells Like Teen Spirit Courtesy Photo
Nirvana, Smells Like Teen Spirit Courtesy Photo

ლეგენდარული გრანჟ ტრიოს  1991 წლის ჰიტ სიმღერის, Smells Like Teen Spirit-ის გამორჩეულმა ვიდეოკლიპმა  YouTube-ზე ორ მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

სამუელ ბაიერის მიერ გადაღებული კლიპი, რომელშიც  ბენდის ვოკალისტი კურტ კობეინი და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობენ, MTV-ზე 1991 წელს გამოჩნდა და მალევე ბენდმა გლობალური წარმატება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ  YouTube-ზე ორ მილიარდზე მეტი ნახვის მქონე მუსიკალური ვიდეოების ძირითადი უმეტესობა პოპის, ლათინო, ქანთრისა და ჰიპ-ჰოპის ჟანრის შემსრულებლებს ეკუთვნით, რომელთა შორის არიან: ჯასტინ ბიბერი, ტეილორ სვიფტი, Maroon 5, ქეთი პერი, ენრიკე იგლესიასი, ლუის ფონსი და დედი იანკი, ადელი, ედ შირანი, შაკირა და ალან უოქერი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ისტორიულ ნიშნულზე რამდენიმე როკსიმღერის ვიდეოც ავიდა. 

ორი მილიარდი ნახვა აქვთ როკ არტისტებს:  Twenty One Pilots (Stressed Out, Heathens), Imagine Dragons (Believer, Thunder), Guns N’ Roses (November Rain) და Linkin Park („Numb).

სიმღერა Smells Like Teen Spirit YouTube-ზე პირველად 2009 წელს აიტვირთა და 2019 წელს 1 მილიარდ ნახვას მიაღწია.

სიმღერის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, 1991 წლის 23 ნოემბერს, Smells Like Teen Spirit Billboard-ის ალტერნატიული სიმღერების სათავეში მოექცა და   Billboard Hot 100-ზე მე-6 ადგილი დაიკავა.

პოპ-რადიოსთვის უჩვეულო ხუთწუთიანი ჰიტი იმ პერიოდში ყველაზე მოულოდნელი სიმღერა და ვიდეოკლიპი აღმოჩნდა, როცა ჰიტ-პარადებს ბრაიან ადამსი, მაიკლ ბოლტონი,  მერაია ქერი და Boyz II Men მართავდნენ.

სიმღერამ ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომ Nevermind-ს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც 1992 წლის 11 იანვარს Billboard 200-ის სათავეში მოექცა და პირველ ადგილზე მყოფი მაიკლ ჯექსონის ტოპ ალბომი Dangerous ჩაანაცვლა. 

ნახეთ Nirvana-ს ვიდეოკლიპი Smells Like Teen Spirit:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი არტისტი Creams ევროპულ ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

ჯეი ზიმ მილიონი დოლარი წააგო მას შემდეგ, რაც NBA-ს ფინალის მესამე თამაში Indiana Pacers-მა მოიგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი