წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – TELA FESTIVAL 2025 იწყება

TELA Festival 4-6 ივლისს, ასურეთში ჩატარდება, რომლის მთავარი ჰედლაინერია Ben Klock!
TELA FESTIVAL 2025
TELA FESTIVAL 2025

განსაკუთრებული კონცეფციის მქონე TELA Festival 2024 წელს დაარსდა, რომელიც ბუნებას, ტექნოლოგიას, ხელოვნებასა და მუსიკას აერთიანებს. ყოველწლიურად ფესტივალის პროგრამა ღონისძიებათა სერიას ეძღვნება, რომელიც ხუთ ძირითად ელემენტს –   მიწას, ცეცხლს, წყალს, ჰაერსა და სამყაროს მოიცავს. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში ინტეგრირებულ გამოცდილებას ქმნის, სადაც ბუნება, ხელოვნება და ხმოვანი გარემო ჰარმონიულად ერთიანდება. 

დაარსების წელს ფესტივალის მთავარ თემად შერჩეული იყო მიწა, წელს კი ცეცხლის ძლიერი ენერგია იქნება.  ცეცხლის ვიზუალური იდენტობა და კონცეფცია შემოქმედებითად შეისწავლის მის სიმბოლურ, ემოციურ და კულტურულ მნიშვნელობებს, გარდამქმნელ ძალას და მუდმივი მოძრაობის ესთეტიკას, რომელიც ფესტივალის წლევანდელ ატმოსფეროში იქნება გამოვლენილი.

Tela Festival 2025 სრული ლაინაფი
Tela Festival 2025 სრული ლაინაფი

ფესტივალი საქართველოში ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტებთან და ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად სტუმრებს რამდენიმე სცენისგან შემდგარ მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს:  ფესტივალზე იქნება ტექნო მუსიკისთვის განკუთვნილი სცენა – BAHN STAGE; ჰაუსის, ტექნოჰაუსისა და ელექტრო მუსიკის ჟღერადობით გაჯერებული სივრცე – FOREST STAGE და 303HZ STAGE – ჰაუსისა და დიპ ჰაუსის სცენა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის უკვე დადასტურებული ჰედლაინერია ლეგენდარული ელექტრონული მუსიკის პიონერი Ben Klock! 

„ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ასეთ დაძაბულ დროს ძალიან რთული აღმოჩნდა ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება, თუმცა თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომის დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ერთად შევქმნით კიდევ ერთ საინტერესო და დასამახსოვრებელ გამოცდილებას… წელს არაერთ საინტერესო და მსოფლიო ელექტრონული მუსიკის და ლოკალური სცენის გამორჩეულ არტისტს ვუმასპინძლებთ და გვჯერა, რომ წინ შთამბეჭდავი თავგადასავალი გველოდება.“ – აღნიშნულია ფესტივალის განცხადებაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა TELA X KHIDI Showcase და TELA X 303HZ.

წელს TELA Festival 2025-ის სივრცე კიდევ უფრო მასშტაბურია და 3000-დან 4000-მდე სტუმარს უმასპინძლებს. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსდება კარვების ქალაქიც.

TELA Festival 2025-ის ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეი ზიმ მილიონი დოლარი წააგო მას შემდეგ, რაც NBA-ს ფინალის მესამე თამაში Indiana Pacers-მა მოიგო

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი და ბრაიან უილსონი ქოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე, 2009 წლის 17 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

პოლ მაკარტნი ბრაიან უილსონს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი