პოლ მაკარტნი ბრაიან უილსონს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

ბრაიან უილსონის ნამუშევარი Pet Sounds – The Beatles-ის შემდგომი ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ შთაგონების წყაროდ იქცა.
პოლ მაკარტნი და ბრაიან უილსონი ქოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე, 2009 წლის 17 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური
პოლ მაკარტნი და ბრაიან უილსონი ქოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე, 2009 წლის 17 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის, The Beach Boys-ის დამფუძნებელი, ბრაიან უილსონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცნობა ამის შესახებ 11 ივნისს გავრცელდა. პოლ მაკარტნიმ  მას პატივი მიაგო და მისი სიმღერები განსაკუთრებულად მოიხსენია. – „მე ის მიყვარდა“ – აღნიშნა ლეგენდარულმა მუსიკოსმა.

The Beach Boys-ის ვოკალისტის, ბრაიან უილსონის გარდაცვალების მიზეზი და ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ოფიციალურად არ არის ცნობილი. უილსონის  ინსტაგრამ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი წერია: „ახლა სიტყვებიც არ გვყოფნის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს, რადგან ჩვენი ოჯახი გლოვობს. ვაცნობიერებთ, რომ ამ ტკივილს მთელი მსოფლიო იზიარებს.“

ბრაიან უილსონს არაერთმა დიდმა მუსიკოსმა მიაგო პატივი, მათ შორის არიან ბობ დილანი, სერ ელტონ ჯონი, Questlove და სხვები.

პოლ მაკარტნიმ 12 ივნისს ინსტაგრამზე  წერილი გამოაქვეყნა, სადაც The Beach Boys-ის ლეგენდარულ წარმომადგენელს იხსენებს:

„ბრაიანი იმ იდუმალ მუსიკალურ გენიას ატარებდა, რაც მის სიმღერებს საოცრად განსაკუთრებულს ხდიდა. ნოტები, რომლებიც მას ესმოდა და ჩვენამდე მოჰქონდა, იყო ერთდროულად მარტივი და იმავდროულად ბრძნული. მე ის მიყვარდა და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ცოტა ხნით მის კაშკაშა სინათლესთან ახლოს ყოფნა შემეძლო.” 

მაკარტნი ბრაიან უილსონს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა: „როგორ გავაგრძელოთ მის გარეშე – მხოლოდ ღმერთმა უწყის (“God Only Knows”). მადლობა ყველაფრისთვის, ბრაიან…”

უილსონის მიერ შექმნილმა ალბომმა Pet Sounds (1966) მაკარტნისა და მთლიანად The Beatles-ის შემდგომ სტუდიურ ნამუშევრებზე უდიდესი გავლენა იქონია.  განსაკუთრებით კი ლეგენდარულ ალბომზე – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (1967). მაკარტნიმ სიმღერა God Only Knows ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერად დაასახელა და 2000 წელს უილსონი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წარმოთქმულ სიტყვაში მაკარტნიმ ღიად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ბრაიან უილსონის მიმართ.

„განსაკუთრებით 60-იანებში მან შექმნა მუსიკა, რომელიც როცა პირველად მოვისმინე, ცრემლებად დავიღვარე. აქ არც სიტყვებია საჭირო, არც მელოდია, უბრალოდ რაღაც ძალიან ღრმაა მასში. იშვიათად ხდება, როცა მუსიკა ასე მოქმედებს ჩემზე. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გამოხატავს მის გენიალურობას. ამ კაცს ჭეშმარიტად ეკუთვნის დიდების დარბაზი.  მადლობა იმისთვის, რომ მისი მოსმენისას ცრემლები თავისით მოდის. მადლობა, რომ გვაქვს ეს მაგია.”

Pet Sounds-ის გამოსვლის შემდეგ უილსონის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საბოლოოდ შიზოაფექტური აშლილობა დაუდგინდა. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მას დემენცია განუვითარდა.

ნახეთ ბრაიან უილსონის შესახებ დადებული პოსტი ინსტაგრამ გვერდზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TELA FESTIVAL 2025

წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – TELA FESTIVAL 2025 იწყება

შემდეგი სტატია

ცნობილი ამერიკელი რეპერი Conway the Machine თბილისში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი