იტალიის Adriatic Sound Festival – ტექნომუსიკის ახალი დანიშნულების ადგილი 

ტექნომუსიკის ფესტივალის პირველი სეზონი დასრულდა.
Adriatic Sound Festival 2025
Billboard Italy

იტალიაში ტექნომუსიკის ახალი ფესტივალი – Adriatic Sound Festival დაფუძნდა. ფესტივალის პირველი გამოშვება 13-14 ივნისს ქალაქ ფანოს აეროპორტში გაიმართა. ორი დღე, ორი მონუმენტური სცენა, 28 არტისტი და მუსიკა დღის 2 საათიდან ღამის 2 საათამდე – ფესტივალმა გრანდიოზული სტარტი აიღო. ორგანიზატორების თქმით, მაყურებელთა რაოდენობამ ჯამში 17 000 შეადგინა. პირველი სეზონისთვის კი ასეთი მასშტაბის წარმატებას არავინ ელოდა. ფესტივალის ჰედლაინერები ტექნომუსიკის ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც არიან Rüfüs Du Sol, ტექნოს მაესტროდ წოდებული Sven Väth და ა.შ.

გახსნის ღონისძიება 12 ივნისის საღამოს წმინდა ფრენსისის ყოფილ ეკლესიაში შედგა. ადგილმდებარეობა გასაოცარი იყო – მე-14 საუკუნის ნაგებობა სახურავის გარეშე, რომელმაც ისეთივე ატმოსფერო შექმნა, როგორებიცაა სან გალიანოს მონასტერი ტოსკანაში ან ლისაბონის კარმელიტის მონასტერი. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ფანოს არქიტექტორულ მემკვიდრეობას ახალი მნიშვნელობა შესძინო. ეს უკანასკნელი კი ფესტივალის მთავარი კონცეფციის ნაწილია, რომელიც ქალაქის რომაულ წარსულს ეხმაურება.

ფესტივალზე ორი სცენა იყო: მთავარი სცენა The Temple და The Hangar, რომელიც ფანოს აეროპორტის ანგარში იყო მოწყობილი, რაც ფესტივალის ერთ-ერთი მომგებიანი გადაწყვეტა იყო. 

ფესტივალის განმავლობაში ისმოდა იტალიის ბევრი სხვადასხვა კუთხის აქცენტი, ასევე ხშირად გაიგონებდით ინგლისურ საუბარსაც. აუდიტორიის დიდი პოტენციალით  – რაც ზაფხულობით ადრიატიკის სანაპიროზე ტურისტების რაოდენობით იწყება – Adriatic Sound Festival-ს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებად იქცეს.

სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა Billboard იტალიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia presents: New Gen – DEENA

შემდეგი სტატია

Mega Shinnosuke

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Mega Shinnosuke იაპონიიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი