ხუთი რამ, რისი ნახვაც ქარდი ბის ახალ ალბომში გვინდა

მომღერლის მეორე ალბომი Am I the Drama? 19 სექტემბერს გამოვა.
ქარდი ბი
Francois Durand/Getty Images for Messika

ლოდინი დასრულდა – თითქმის. 20 ივნისს ქარდი ბიმ სინგლი Outside გამოსცა და ფანებს ახალ ალბომზე მიანიშნა.  23 ივნისს კი მომღერალმა უკვე ოფიციალურად დააანონსა თავისი მეორე ალბომი  Am I the Drama?. პროექტი 19 სექტემბერს გამოვა. 

რეპერმა გააზიარა ალბომის ყდაც, სადაც წითელ ბოდესა და წითელ ფეხსაცმელში გამოწყობილი ქარდი ყვავების ფონზე პოზირებს. 

შვიდი წელი გავიდა, რაც 2018 წელს ქარდი ბის გრემის მფლობელი ალბომი Invasion of Privacy გამოვიდა. მას შემდეგ მომღერალმა რამდენიმე სინგლი გამოსცა, მათ შორისაა WAP და Up, რომლებიც ახალ ალბომში შევა. 

სანამ Am I the Drama?-ს გამოშვების უკუთვლას დავიწყებთ, განვიხილოთ ხუთი რამ, რის ნახვასაც ქარდი ბის ახალ ალბომში ვისურვებდით:

კიდევ ერთი კოლაბორაცია SZA-სთან

ქარდი ბისა და SZA-ს პირველი თანამშრომლობა ქარდის პირველ ალბომში, Invasion of Privacy-ში შედგა სიმღერაზე I Do. ამჯერადაც ვიმედოვნებთ, რომ მუსიკოსები კიდევ ერთ საერთო კომპოზიციას შემოგვთავაზებენ. პირველი თანამშრომლობის შემდეგ SZA-ს ვარსკვლავურმა მასშტაბმა ახალ გალაქტიკას მიაღწია. შესაბამისად, მათი მორიგი თანამშრომლობის შემთხვევაში, კიდევ ერთ დიდ ჰიტს უნდა ველოდოთ. 

Offset-თან დაშორებისა და სტეფონ დიგსთან ახალი ურთიერთობის დეტალები

შვიდი წელი დიდი დროა. პირველ და მეორე ალბომებს შორის ქარდი ორჯერ განქორწინდა. ასე რომ, ახალ ალბომში მას ბევრი რამ ექნება გასაზიარებელი. პირადი გამოცდილება არტისტის საუკეთესო შემოქმედებითი პარტნიორია. ქარდი ბიც ალბათ მუსიკის საშუალებით გადმოსცემს ყოფილი პარტნიორის ღალატს და ფანებს მათი ურთიერთობის დასრულების მიზეზებს გაუზიარებს. 

32 წლის რეპერმა ცხოვრების ახალი თავი სტეფონ დიგსთან ერთად დაიწყო. ალბომი, შესაძლოა, NFL-ის ვარსკვლავთან ქარდის ურთიერთობის კონტექსტსაც მოიცავდეს. 

ალბომის ყდის შეცვლა

ალბომის გამოცემის სიხარულის პარალელურად, ფანების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა მის ყდას. ჯერჯერობით მხოლოდ ქარდი ბიმ იცის ალბომის კონცეფცია, თუმცა ყვავების ფონზე წითელ ბოდეში გადაღებული მომღერლის ფოტო სრულიად არ ემთხვევა Outside-ის, WAP-ისა და Up-ის ენერგიას. მსგავსი სცენარი განვითარდა 2020 წელს, როცა Pop Smoke-ის სადებიუტო ყდის დიზაინი ვირჯილ აბლომ შექმნა. მაშინ ფანებმა გაიმარჯვეს და ალბომის ყდა მალევე შეიცვალა.  

სხვა ჟანრების ინტეგრირება

ოქროსა და ბრილიანტის სტატუსი ქარდი ბიმ 2018 წელს J Balvin-სა და Bad Bunny -სთან თანამშრომლობით მოიპოვა სიმღერაზე I Like It. ამით ის მნიშვნელოვნად დაეხმარა ლათინურ მუსიკას აშშ-ის მეინსტრიმ მუსიკასთან ინტეგრირებაში და ამავდროულად Billboard Hot 100-ის მორიგი ლიდერი გახდა. 

წინა ალბომში ქარდიმ წარმატებით გააერთიანა სხვადასხვა ჟანრი, მათ შორის ლათინური ტრეპი, R&B და ბალადები. თუ მომღერალი ისევ გადაწყვეტს სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპის მიღმა, ეს კიდევ უფრო გააფართოებს მისი მეორე ალბომის აუდიტორიას. 

მეტად დახვეწილი და ძლიერი ჟღერადობა 

ქარდი ბის დახვეწილი სმენა კარგად გამოჩნდა მის პირველ ალბომში და ახლაც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას ნამდვილად ჰქონდა ნაპოვნი წარმატების ფორმულა და შესაძლოა ამჯერადაც ითანამშრომლოს ახალი ჰიტებისთვის ისეთ პროდიუსერებთან, როგორებიც არიან J. White Did It, Boi-1da, Ayo & Keyz და შონ აილენდი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Pop Shop Podcast: შესაძლოა თუ არა, რომ ბიონსეს Cowboy Carter ტურნეს ფარგლებში მსმენელებმა სცენაზე ლედი გაგა იხილონ და Telephone-ის პირველ ცოცხალ შესრულებას მოუსმინონ

შემდეგი სტატია

CBS-ის შოუს THE ROAD-ის მონაწილეები - ფოტო: ევან მულინგი / CBS

გაიცანით 12 არტისტი, რომლებიც კით ურბანის შოუების გახსნაზე და CBS-ის ახალ რეალითი შოუ The Road-ში იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი