Lorde-მ ახალი სტუდიური ალბომი – Virgin გამოუშვა

ალბომში 11 ახალი სიმღერაა შესული.
Lorde
Thistle Brown

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Lorde-მ მსმენელს ახალი სტუდიური ალბომი წარუდგინა. 27 ივნისს მან ოფიციალურად გაავრცელა თავისი მეოთხე ალბომი, სახელად Virgin, რომელშიც 11 ახალი სიმღერაა შესული. ალბომის ტრეკლისტში ვხვდებით სინგლებს: What Was That, Man of the Year და Hammer, რომელიც მუსიკოსმა ალბომის გამოცემამდე გამოუშვა. 

ალბომის ანონსისას, რომელიც აპრილში გავრცელდა, Lorde-მ Virgin  “გამჭვირვალე” ფერს შეადარა. მისი თქმით, ეს ნამუშევარი ჰგავს ყველაფერს, რაც გამჭვირვალეა: „როგორიცაა აბაზანის წყალი, ფანჯარა, ყინული” და ასე შემდეგ. „ვცდილობდი, ჩემი თავი დამენახა – სრულად, ბოლომდე. მინდოდა, შემექმნა მასალა, რომელიც ასახავდა ჩემს ქალურობას: ნამდვილს, ინსტინქტურს, გულუბრყვილოს, ელეგანტურს, გახსნილს, სულიერს და ცოტა მასკულინურს,” – განმარტა მუსიკოსმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა ალბომში ერთნაირ ჟღერადობაზე გააკეთა აქცენტი, Virgin-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე პროდიუსერები არიან. ამ პროექტზე Lorde-მ ახალ კოლაბორატორებთან იმუშავა, მათ შორის არიან Jim-E Stack, დენ ნირო და Dev Hynes. Lorde-მ წინა ალბომების  – Melodrama-ს და Solar Power-ის ფარგლებში  ჯეკ ანტონოვთან იმუშავა, ამჯერად კი ანტონოვს არტისტთან არ უთანამშრომლია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა ჯეკ ანტონოვს სანდო პარტნიორი უწოდა, აღნიშნა, რომ ამჯერად ინტუიციას უნდა ენდოს და თავისი გზა განაგრძოს. 

Virgin-ის გამოშვებამდე Lorde აქტიურად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აისახა ალბომში სქესისა და იდენტობისადმი ახალი დამოკიდებულება. როგორც ამბობს, პოპმომღერალ Chappell Roan-თან საუბარმა უბიძგა, სიღრმისეულად გაეანალიზებინა საკუთარი იდენტობა. ”ვთქვი, მე ქალი ვარ… გარდა იმ დღეებისა, როცა კაცი ვარ,” – იხსენებს ის. „ვიცი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი ჩარჩოებში მოქცევას მთელი ძალით ეწინააღმდეგება.“

მოუსმინე Lorde-ს ახალ ალბომს – Virgin

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლალო შიფრინი, „შეუსრულებელი მისიის” კომპოზიტორი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – HELLMERRY  (ფილიპინები) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი