ლალო შიფრინი, „შეუსრულებელი მისიის” კომპოზიტორი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

2018 წელს შიფრინი გახდა მესამე კინოკომპოზიტორი, რომელმაც საპატიო ოსკარი მიიღო.
ლალო შიფრინი 1989 წელს
Bob Riha, Jr./Getty Images

სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ „შეუსრულებელი მისიის” მუსიკაც რომ შეექმნა, ლალო შიფრინი მაინც ისტორიას დარჩებოდა. თუმცა არგენტინელი კომპოზიტორის კარიერა შვიდ ათწლეულსა და არაერთ ფილმს ითვლის, რამაც ის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპოზიტორად აქცია როგორც კინო, ასევე სატელევიზიო მიმართულებით. შიფრინი 26 ივნისს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

40 წლის განმავლობაში (1962-2002) ლალო შიფრინს მიღებული აქვს გრემის 19 ნომინაცია სხვადასხვა ჟანრში. ჯამში ის ოთხი გრემის მფლობელი გახდა. მიღებული აქვს ოსკარის ექვსი ნომინაციაც, აქედან ხუთი, ფილმების საუნდტრეკებისთვის (Cool Hand Luke, The Fox, Voyage of the Damned, The Amityville Horror and The Sting II), ხოლო ერთი, სიმღერისთვის People Alone ფილმიდან The Competition (1980).

წარდგენილ ნომინაციებში შიფრინს ოსკარი არასდროს მოუგია, თუმცა 2018 წელს კინოაკადემიამ ის საპატიო ოსკარით დააჯილდოვა. შიფრინი მესამე კინოკომპოზიტორია, ალექს ნორთისა და ენიო მორიკონეს შემდეგ, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. მეოთხე კომპოზიტორს, ქუინსი ჯონსს, საპატიო ოსკარი გასულ წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. 

საპატიო ოსკარი შიფრინს კლინტ ისტვუდმა გადასცა, ვისთვისაც მან არაერთი ფილმის მუსიკა შექმნა. 

„ჩემი სიყვარული კინოს მიმართ ადრეულ ასაკში დაიწყო,” – თქვა კომპოზიტორმა სამადლობელ სიტყვაში. „მახსოვს, როცა ხუთი წლის ვიყავი, მშობლებმა ფილმის სანახავად წამიყვანეს, საშინელებათა ფილმის. მე კი მაშინვე გავიაზრე, რომ მუსიკის გარეშე ის ისეთი საშიში არ იქნებოდა. ეს მართლაც ასეა. ფილმებისთვის მუსიკის შექმნამ ცხოვრების სიხარული მომიტანა. საპატიო ოსკარის მიღება კი ამ ოცნების კულმინაციაა. ეს „შესრულებული მისიაა”.”

შიფრინის „შეუსრულებელი მისიის” თემა, უდავოდ, მისი ყველაზე დიდი ჰიტია. საუნდტრეკმა კომპოზიტორს ორი გრემი და „ბილბორდის” ჩარტებში ადგილები მოუტანა. ფილმის მთავარი თემა Billboard Hot 100-ის 41-ე ადგილზე გავიდა, ხოლო შიფრინის ალბომი Music From Mission: Impossible – Billboard 200-ის 47-ე ადგილზე. 

შიფრინის თქმით, „შეუსრულებელი მისიის” მუსიკა ძალიან სწრაფად მოაფიქრდა და ის კადრების ნახვის გარეშე დაწერა. 

შიფრინი სხვადასხვა დროს ასევე იყო მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების დირიჟორი, მათ შორის ლონდონის, ვენის, ლოს-ანჯელესის, ისრაელის, მექსიკის, ჰიუსტონის, ატლანტისა და ბუენოს-აირესის. 1987 წელს ის პარიზის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა. კომპოზიტორს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლაგოდეხში ბლუზის რიტმი ცოცხლდება – ბლუზ ფესტივალი 2025 მსოფლიო ვარსკვლავებით 5 ივლისს გაიხსნება

შემდეგი სტატია

Lorde-მ ახალი სტუდიური ალბომი – Virgin გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი