Doechii გლასტონბერის ფესტივალზე ყველა დროის საუკეთესო დებიუტით წარდგა

ფესტივალზე მისი პირველი გამოჩენა ისტორიაში ჩაიწერება.
Doechii-ს დებიუტი გლასტონბერის ფესტივალზე
Ki Price/WireImage

გლასტონბერის ფესტივალის მეორე დღეს მთავარი სცენების დიდ დაპირისპირება შედგა. მაშინ, როცა Pyramid-ზე ნილ იანგი იდგა, მაყურებელს დანარჩენ სცენებს შორის საკმაოდ რთული არჩევანი ჰქონდა –  Charli xcx-ს, Scissor Sisters-სა და Doechii-ს შორის.

ბევრმა არჩევანი Doechii-ზე გააკეთა, რომელმაც თავისი გამოსვლის განმავლობაში მაყურებელს სრულიად უნიკალური, 45-წუთიანი თეატრალური წარმოდგენა შესთავაზა, რომელიც მოიცავდა სიმღერას, ცეკვას, რეპსა და მომღერლის განუმეორებელი საშემსრულებლო ტალანტის დემონსტრირებას. 

ტრიუმფი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა იმ ფაქტმა, რომ ეს ფესტივალზე Doechii-ს დებიუტი იყო. დისკოგრაფიაში მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომით – 2024 წლის Alligator Bites Never Heal – არსებობდა ეჭვები, თუ როგორ გაართმევდა მუსიკოსი თავს ასეთი მასშტაბური შოუს ჰედლაინერობას. თუმცა DJ Miss Milan-თან ერთად Doechii-მ ჰიპ-ჰოპისა და საცეკვაო კომპოზიციების შერწყმით მაყურებელს დაუვიწყარი გამოცდილება აჩუქა, რომელიც კლუბურ საღამოს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტრადიციულ სტრუქტურირებულ კონცერტს. 

წარმატებული წლის გათვალისწინებით – რაც მოიცავს „ბილბორდის” წლის ქალის წოდებას – ლოგიკურია, რომ გრემის მფლობელი მომღერალი ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალის ჰედლაინერი გახდა. ის, რის მიღწევასაც, როგორც წესი, წლები ან დეკადებიც კი სჭირდება, Doechii -ს პირველივე ცდაზე გამოუვიდა. ამით კი კონკურენციის სათავეში მოექცა და დაამტკიცა, რომ მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დუა ლიპამ შინეიდ ო’კონორის პატივსაცემად დუბლინის კონცერტზე Nothing Compares 2 U შეასრულა

შემდეგი სტატია

Rihanna და A$AP Rocky ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs–ის მსოფლიო პრემიერაზე. 2025 წლის 28 ივნისი, ბრიუსელი. © Nicolas Maeterlinck / Belga Mag / AFP via Getty Images

Rihanna და A$AP Rocky ბრიუსელში ლურჯ ხალიჩაზე ფილმ Smurfs-ის პრემიერაზე გამოჩდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი