Rihanna და A$AP Rocky ბრიუსელში ლურჯ ხალიჩაზე ფილმ Smurfs-ის პრემიერაზე გამოჩდნენ

28 ივნისს ბელგიაში Rihanna ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs-ის მსოფლიო პრემიერას დაესწრო.
Rihanna და A$AP Rocky ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs–ის მსოფლიო პრემიერაზე. 2025 წლის 28 ივნისი, ბრიუსელი. © Nicolas Maeterlinck / Belga Mag / AFP via Getty Images
Rihanna და A$AP Rocky ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs–ის მსოფლიო პრემიერაზე. 2025 წლის 28 ივნისი, ბრიუსელი.
© Nicolas Maeterlinck / Belga Mag / AFP via Getty Images

შაბათს ბრიუსელში გამართულ პრემიერაზე ორსული Rihanna ლურჯ ხალიჩაზე გამოჩნდა. იგი ანიმაციური ფილმის, Smurfs-ის პროდიუსერი და სმურფეტის როლის გამხმოვანებელია.

პრემიერას ასევე ესწრებოდნენ მსახიობები  ჯეიმს კორდენი და დენ ლევი. მოწვეულ სტუმართა უმეტესობას კი სმურფების სტილში, ლურჯი ფერის სამოსი ეცვათ.

Rihanna სმურფეტასთან ერთად პოზირებს ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs–ის მსოფლიო პრემიერაზე. 2025 წლის 28 ივნისი, ბრიუსელი.
© Nicolas Maeterlinck / Belga Mag / AFP via Getty Images

სმურფები ბელგიელი ილუსტრატორისა და კომიქსების ავტორის, პეოს მიერ შექმნილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომლებიც ბელგიაში Schtroumpfs-ის სახელით არიან ცნობილი. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრიუსელში პრემიერა განსაკუთრებულად აღინიშნა. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სმურფების მუზეუმის მიმდებარედ გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის ცნობილი ქანდაკება, პატარა ბიჭუნა – Manneken Pis, სპეციალურად პრემიერისთვის სმურფის კოსტიუმით შემოსეს. ქალაქის მთავარ მოედანზე კი, გრან-პლასზე, შაბათ-კვირის განმავლობაში სმურფების თემატიკით გაფორმებული ღონისძიებები გაიმართა.

Rihanna-მ ორსულობის შესახებ ოფიციალურად მაისის დასაწყისში, 2025 წლის Met Gala-ზე გაამხილა, სადაც იგი Tailoring Black Style-ის სტილით შთაგონებულ სამოსში იყო წარმოდგენილი.

Rihanna და A$AP Rocky უკვე ორი შვილის მშობლები არიან: სამი წლის რზა ეთელსტონ მეიერსისა და ერთი წლის როუზ მეიერსის, მალე კი ისინი მესამე შვილის მშობლებიც გახდებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii გლასტონბერის ფესტივალზე ყველა დროის საუკეთესო დებიუტით წარდგა

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო და The Cure-ის რობერტ სმიტი Glastonbury-ს სცენაზე 2025 წლის 29 ივნისი, ინგლისი. ფოტო: Samir Hussein/WireImage.

2025 წლის Glastonbury-ს ფესტივალზე ოლივია როდრიგომ სცენაზე The Cure-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ სმიტი მიიწვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი