A$AP Rocky-მ, შესაძლოა, შემთხვევით მესამე შვილის სქესი გაამხილა

ვარსკვლავები უკვე ორი ვაჟის – RZA-სა და Riot Rose-ის მშობლები არიან.
რიანა და A$AP Rocky ფილმ “სმურფების” პრემიერაზე
Arnold Jerocki/Getty Images

A$AP Rocky და რიანა მესამე შვილს ელოდებიან, მაგრამ ახალი ბავშვი RZA-სა და Riot Rose-ის ძმა იქნება თუ და, ეს ჯერჯერობით უცნობია. რეპერმა კი, შესაძლოა, მედიას შემთხვევით ამ კითხვაზე პასუხი გასცა. 

ფილმ Smurfs-ის ბრიუსელის პრემიერის წითელ ხალიჩაზე, Entertainment Tonight-თან საუბრისას, როკიმ, შესაძლოა, უნებლიეთ მესამე შვილის სქესი გაამჟღავნა. როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ის გოგო, რეპერმა ღიმილით დაუქნია თავი. თუმცა მაშინვე სცადა ეჭვების გაფანტვა და სმურფეტის რბილ სათამაშო ფიგურაზე მიანიშნა, თითქოს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სწორედ ამ ლურჯ პერსონაჟს გულისხმობდა.  

რაც შეეხება მამობის გამოცდილებას, A$AP Rocky-მ ET-ს უთხრა: „ჩვენ ვიქნებით, როგორც Wayans-ის ოჯახი… სიყვარული მშვენიერია.”

ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ბელგიაში შედგა. რიანამ არა მხოლოდ გაახმოვანა სმურფეტის პერსონაჟი, არამედ ფილმის პროდიუსერის სტატუსიც მიიღო. მან ახალი სიმღერა – Friend of Mine სწორედ აღნიშნული პროექტისათვის ჩაწერა. ანიმაცია კინოთეატრების ეკრანებზე 18 ივლისიდან გამოვა.

რიანამ მესამე ორსულობა 2025 წლის მაისში Met Gala-ზე გაამხილა. ის მეტროპოლიტენის მუზეუმის კიბეებზე გამოჩნდა კაბაში, რომელიც მის გაზრდილ მუცელს უსვამდა ხაზს. Smurfs-ის პრემიერაზე კი ორსულ რიანას  ცისფერი, გამჭვირვალე ტოპი ეცვა, რომელიც ასევე გამოკვეთდა მის მუცელს. 

ET-სთან ინტერვიუში მომღერალმა მესამე შვილის სქესზე საუბრისგან თავი შეიკავა: „მოვიცადოთ და ვნახოთ, იქნება თუ არა სმურფეტი! შეიძლება მამა სმურფიც იყოს, ვინ იცის?”– თქვა ვარსკვლავმა. 

რიანას აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ გოგონას ყოლა სურს, თუმცა ძალიან უყვარს თავისი ბიჭები. პირველი შვილი RZA წყვილს 2022 წელს შეეძინა, Riot კი – 2023 წელს.

2024 წელს Interview Magazine-თან საუბარში რიანამ თქვა: „იმდენ შვილს გავაჩენ, რამდენსაც ღმერთი მომცემს. არც ვიცი, რას გადაწყვეტს ღმერთი, მაგრამ ორზე მეტს ვეცდები. ძალიან მინდა გოგო. თუმცა თუ ბიჭი იქნება, ბიჭი იყოს.“

იხილეთ A$AP Rocky-სა და რიანას კომენტარი ET-სთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

IBIZA: შავი ზღვის სესიები Iveria Beach-ზე

შემდეგი სტატია

Green Day-ს კონცერტზე Good Riddance-ის შესასრულებლად სცენაზე ასულმა ფანმა მოულოდნელად „ოაზისის” ჰიტი დაუკრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი